06.05.2010
. . . . . . .
34, Tbilisi, Georgia

მოწყენამ ისევ დამრია ხელი,
და ფრაგმენტებად ჩნდება წარსული.
არ ვიცი ახლა ვინ მენატრება -
ჩემთან მყოფი,თუ ჩემგან წასული.

არ ვიცი ქვეყნად რისთვის მოვედი,
ვერ გავარკვიე თავი და ბოლო,
იქნებ ცხოვრება მხოლოდ დარდია,
ან მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ...

იქნებ ცხოვრება არის სიზმარი,
ათასში ერთხელ თვალის გახელა...
ჩემს სულში ქრიან უცხო ქარები,
და ამიტომაც მიჭირს გამხელა.

რომ რაც ვიცხოვრე,იყო მირაჟი,
ამოუხსნელი იყო ბილინგვა,
სულ ვცდილობ,მაინც ვერ გავიხსენე
სად მიმიყვანა ჩემმა ბილიკმა...

5 views
 
Comments
sabedo 08.01.2013

‎(ცხრა ბგერა) – მიყვარხარ!
(სამი ბგერა) – მეც!

დავიჭირე შენი მზერა,
მგონი ისევ ისე მზვერავ,
გავიგონე ის ცხრა ბგერა,
შენი გულის ურჩი ძგერაც.

გამომცდელი ჩემი მზერა,
გულის საპასუხო ძგერაც,
მეც აღმომხდა სამი ბგერა,
ბაგეებიც დამებერა.....

Blog
Blogs are being updated every 5 minutes