შენ რომ სიყვარული დამიტოვე
29, Tbilisi, Georgia

შენ რომ სიყვარული დამიტოვე
ლექსის სტრიქონებდ მაწვალებს.
ასე ძალიან რომ მენატრები
უშენობა რატომ მასწავლე.
იქნებ ჭაღარაში შემერიე
ურცხვად მითვალთალებ ფარულად
იქნებ ნაოჭებში მემალები
ღამით რომ მესტუმრო მალულად
იქნება მუზა მასვი სიყვარულად
მიტომ ვეღარ ვუძლებ მარწუხებს
ირგვლივ სურნელია გაზაფხულის
მე კი უშენობა მაწუხებს
შენ რომ სიყვარული დამიტოვე
მე მას სითამამე ვასწავლე
ახლა მე გპატიჟებ პაემანზე
ახლა მე არ მოვალ და გაწვალებ
ისეთ ქარცეცხლში გაგატარებ
ჩემი წყურვილით რომ იწვოდე
განა შენსავით უგულო ვარ
მაინც შეგიცოდებ იცოდე.

1 views
 
Comments
xameleon 29.12.2013

ირგვლივ სურნელია გაზაფხულის
მე კი უშენობა მაწუხებს.....

Blog
Blogs are being updated every 5 minutes