14.12.2013
mefe
33, Tbilisi, Georgia

მე ვდგავარ ცენტრში და ესჩემი ადგილია, ეს ჩემი ქალაქია და მე ვარ ეს ქალაქი, ეს ხალხი,ის ხალხიც კი რომლებმაც ბოთლები და სანთებელები დაგვიშინა. ეს უბედური ხალხიც მე ვარ, ამიტომ რა აზრი აქვს სადმე წასვლას. მე ყოველთვის იქ ვიდექი სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ტალახიან მიწას! მე ვცდილობ დავემსგავსო სტიქიას და არა ადამიანს ამიტომ მიყევით მშვიდ დინებას, რომელიც ერთ დღეს თავის უდაბურ კუნძულზე გაგრიყავთ.

მე ვგრძნობ იმ სენს, რომელიც მარადიულობას უდრის, მე მესმის იმ სიჩუმის მშვენიერება რომელიც არის ნეტარი და უსასრულო, ამიტომ სიტყვა გასხივოსნება სრულიადაც არ ასახავს იმ სისრულეს რომელიც ერთი წამით გვხვდება ხოლმე ჩვენ მოკვდავთ, და მერე გვტოვებს შიზოფრენიულ მორევში ხორცის და ვნების

სიმდაბილს და მონობის. ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა სიკვდილამდე რამოდენიმე წუთით ადრე ეუფლება, ამიტომ ისინი ვინც სიცოცხლეშივე აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფენი, რჩებიან ისტორიას. სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას რასაც უკვდავება ჰქვია.

მე ვარ გმირი რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს საიდანაც ყველაფერი მოჩანს. მე არ მჭირდება მოწაფწეები და არც მოწაფეებს სჭირდებათ მეფე, რომ მათ სულიერი ნახტომი განახორციელონ. ყოველი მათგანი მეფეა და ადრე თუ გვიან დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში.

ჯოჯოხეთად მონათლეს. სინამდვილეში კი სიკვდილი დიდი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე,

რომელიც აღარ საჭიროებს სიმძიმეს.

32 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes