salloo's blog

salloo
26, Tbilisi, Georgia

ყველაზე ნაკლებად მარტოსულობას არ ვგრძნობ, როცა მარტო ვარ.

მე მარტოსული ვარ და ამ მარტოსულობაში ვგრძნობ სიმშვიდეს.... როცა მარტო ვარ ვგრძნობ ,
რომ მე მე ვარ და არა ის ვინც უნდათ რომ ვიყო...


ტესი 8 წლის ლამაზი გოგონა იყო. მისი ძმა ენდრიუ ავად იყო და საავადმყოფოში იწვა, როდესაც ტესმა ყური მოკრა მშობლების საუბარს. ისინი ამბობდნენ, რომ მხოლოდ ძალიან ძვირადღირებულ მკურნალობას შეიძლება გადაერჩინა ენდრიუს სიცოცხლე ,როდესაც მათ პრაქტიკულად ფული აღარც ჰქონდათ. მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს – ჩაესმა მშობლების უკანასკნელი სიტყვები გოგონას.

სახლში დაბრუნებული გოგონა საძინებელ ოთახში შევიდა, საწოლის ქვეშ დამალული ყულაბა ამოიღო, ხურდა დათვალა და მის სახლთან ახლოს მდებარე აფთიაქისაკენ გაეშურა.

მოთმინებით ელოდა აფთიაქარს, რომელიც ერთ მაღალ, ინტელიგენტური გარეგნობის მამაკაცს ესაუბრებოდა. ჩანდა, რომ ისინი საუბრის დასრულებას დიდი ხანი არ აპირებდნენ, გოგონას კი ძალიან ეჩქარებოდა.

მოულოდნელად მოთმინებადაკარგულმა გოგონამ ამოიღო მთელი თავისი ფული ყულაბიდან და წინ დაუყარა აფთიაქარს.

– რას…


თქვენ შეიძლება არ იყოთ მისი პირველი, უკანასკნელი ან ერთადერთი სიყვარული. მას შეიძლება ადრეც უყვარდა და შეუძლია ახლაც უყვარდეს. მაგრამ ახლა თუ უყვარხართ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს?

ის სრულყოფილი არაა, არც თქვენ ხართ სრულფასოვანი და შეიძლება არც თქვენი ურთიერთობა იყოს მუდამ იდეალური, მაგრამ თუ მას შეუძლია გაგაცინოთ, დაგაფიქროთ, თვალი დახუჭოს თქვენს ადამიანურ შეცდომებზე და გაპატიოთ, გაიღეთ მისთვის ყველაფერი რაც შეგიძლიათ. ის შეიძლება დღის ყოველ წამს თქვენზე არ ფიქრობდეს, მაგრამ თქვენთვის მისი ყველაზე ლამაზი და ნაზი ნაწილი – გული ემეტება. ნუ აწყენინებთ მას, ნუ ეცდებით რომ შეცვალოთ, ნუ ელით და მოითხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია მოგცეთ…
როდესაც მასთან ერთად ხართ, ხშირად გაიღიმეთ და…


" ღმერთის შენეული აღქმა შენი ზუსტი ანარეკლია. თუ ღმერთი მხოლოდ საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სული შიშითა და ღვარძლით გაქვს სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც ასეთივე ხარ."

ადამიანებს ხომ ასე სჩვევიათ: თუ რამე არ ესმით, აუცილებლად კბილი უნდა გაგკრან.

"ჭეშმარიტებისკენ გზის გაკვლევა გულის საქმეა და არა - გონებისა. უპირველეს მეგზურად სწორედ გული უნდა გაიხადო. მედგრად დაუდექ შენს ნაფსს, შეერკინე და გულით აჯობე. როცა საკუთარ "მეს" შეიცნობ, შეიცნობ ღმერთსაც!"

"არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ ან სად ვცხოვრობთ, ყველა ჩვენგანს აწუხებს არასრულყოფილების განცდა. თითქოს რაღაც დავკარგეთ და მის დაბრუნებას ვლამობთ. მაინც…


ვალენტინობა არა ის...
ყოველი დღე შენია.ჰო, შენ გეკუთვნის, სიყვარული ხარ თუ როგორც არის. ყველა გეძებს, ყველას სჭირდები. საკმარისია გიპოვონ და ბედნიერებისგან გიჟდებიან, ჭკვიანდებიან, ყინვაშიც თბებიან, წვიმაშიც მზის სხივებს ითვლიან, უფრთოდ დაფრინავენ, ღმერთს ემსგავსებიან, იებს ყიდულობენ, ლოთებს ამართლებენ, ხის ქვეშ ცხოვრობენ, ცულის ტარზე წვებიან, უშუქოდ ხედავენ, ბრმად დადიან. ოღონდ შენ იყო, ყველა დღე დღესასწაულია... ვალენტინობა არა ის...


ყოველი ადამიანის უდიდესი მიზანი სიყვარულის შეცნობაა. სიყვარული სხვაში კი არა, ჩვენშია და ჩვენ თვითონ ვაღვიძებთ მას საკუთარ თავში. ხოლო იმისათვის, რომ სიყვარული გავაღვიძოთ, საჭიროა სწორედ ის სხვა. სამყარო აზრს მხოლოდ მაშინ იძენს, როცა ჩვენი გრძნობების ვინმესთვის გაზიარება შეგვიძლია.


13.01.2014

შენ უეცრად დამემშვიდობე,
პირში შემაწყვიტე საბრალო სიტყვა
და წახვედი აჩქარებული ნაბიჯით.
გავშრი,
გავშეშდი ...
ისე, რომ ვერც კი შემოვტრიალდი
და მიმავალს
თვალიც კი ვერ გამოგაყოლე.
მესმოდა მხოლოდ ნაბიჯის ხმა,
შენი ფეხის ხმა
და მესმოდა ჩემი გულისცემა _
ექო შენი ნაბიჯებისა ...
... მე ახლაც მესმის შენი ფეხის ხმა _
მიდიხარ აჩქარებული ნაბიჯებით;
მიდიხარ
აგერ უკვე მერამდენე წელიწადია!...
და მესმის ჩემი დაღლილი გულისცემა _
ჩემი გული შენს ნაბიჯებს
ისევ იმეორებს.


04.01.2014

ტუჩები რომ მაცდუნებლად გამოიყურებოდეს, მხოლოდ კეთილი სიტყვები წარმოთქვით.

-თვალები რომ ლამაზი გქონდეს, სიკეთე გამოასხივე

-სხეული რომ მოხდენილი გქონდეს, საჭმელი მშიერს გაუყავი

-თმა რომ ლამაზი გქონდეს, დღეში ერთხელ მიეცი ბავშვს ნება, თავისი თითებით შეგეხოს

-მეტი თავდაჯერებულობის მოსაპოვლებლად გაიაზრე, რომ შენ მარტო არა ხარ


ხანდახან რთული ვარ,
ხანდახან მარტივი...
შენ ჩემსას
ვერაფერს გაიგებ...
ყოველდღე იცვლება
ამინდი მარტივით,
რაც მქონდა
ღრუბლებმა წაიღეს...

ხან ფიქრი,
ხან დარდი,
ხან ნიჭი მოთმენის...
ნოემბრად შემოვრჩი
ამ ქუჩებს...
ზედ გულზე მეყრება
ყვითელი ფოთლები,
მოდი და
ამ გულსაც გაჩუქებ!


შენ რომ სიყვარული დამიტოვე
ლექსის სტრიქონებდ მაწვალებს.
ასე ძალიან რომ მენატრები
უშენობა რატომ მასწავლე.
იქნებ ჭაღარაში შემერიე
ურცხვად მითვალთალებ ფარულად
იქნებ ნაოჭებში მემალები
ღამით რომ მესტუმრო მალულად
იქნება მუზა მასვი სიყვარულად
მიტომ ვეღარ ვუძლებ მარწუხებს
ირგვლივ სურნელია გაზაფხულის
მე კი უშენობა მაწუხებს
შენ რომ სიყვარული დამიტოვე
მე მას სითამამე ვასწავლე
ახლა მე გპატიჟებ პაემანზე
ახლა მე არ მოვალ და გაწვალებ
ისეთ ქარცეცხლში გაგატარებ
ჩემი წყურვილით რომ იწვოდე
განა შენსავით უგულო ვარ
მაინც შეგიცოდებ იცოდე.


← previous 1 2 3 4 5 ... 22 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes