salloo's blog

salloo
29, Tbilisi, Georgia

28.01.2013

საკინძე შეხსნოდა , ვერც კი შეემჩნია ,
გულის პირს შევნიშნე ხალი ,
თვალი გავაპარე ქათქათა მკერდისკენ
შვენოდა პატარა ხალი
სულში ჩამეღვარა ალერსის სურვილი ,
თავი დავიღუპე ლამის
სურვილმა დამძლია ხელით შევხებოდი ,
ამბორით დამესვა დაღი
ხალზე მეოცნება , ხალზე მეფიქრა და
ხალზე ჩამომეხრჩო თავი .
მაცდურად მიხმობდა შეხსნილი საკინძე
ნუთუ ვერ ავიხდენ წადილს ?
- გეყოს ვაჟკაცობა ! მოდი მომეფერე !
ჯიუტად მიხმობდა ხალი
სურვილი მოვთოკე,ჟინი შლეგიანი
ვცადე არ გამეცა თავი .
საფიცრად გამიხდა მის მკერდზე ამაყად
წამოსკუპებული ხალი!


"ფიქრებით სულ შენთან ვარ ჩემო ერთადერთო სიყვარულო, მხოლოდ შენს გვერდით შემიძლია სიცოცხლეც და სიკვდილიც, ჩემი სიცოცხლე შენში ბუდობს , არ შეწყვიტო ჩემი სიყვარული და ჩემს ერთგულებაში ეჭვი არასდროს შეგეპაროს,
სამარადისოდ შენ
სამარადისოდ ჩემს
სამარადისოდ ჩვენს სიყვარულში" ♥


არა! არ გიყვარვარ! მაგრამ სიამაყე აგატირებს როცა სხვასთან დამინახავ! ))

- გაეკიდე რა…არ გაუშვა შენ ხომ ის გიყვარს ნუ დაუთმობ მას სხვას…ნუდგახარ მასე უმოქმედოდ ცხოვრება ხანმოკლეა…გთხოვ გაეკიდე დაიჭირე არ გაუშვა ჩაკიდე ხელი ის ხომ შენია მას ხომ უყვარხარ…!ის ხომ შენ გეკუთვნის ნუ დაუთმობ მის სიყვარულს სხვას…


25.01.2013

ძნელი იქნება მეორედ დაბადება არა, დე?
–რატო, დე
–აბა, როგორ ვიპოვო ახალი დედა
–ახალი რატომ უნდა იპოვო?
–აბა შენ ხომ აღარ იცხოვრებ დედამიწაზე?
–აი, როგოც მე მიპოვე, ისე იპოვი ახალ დედასაც
–ვინ მომეხმარება ახალი დედის მოძებნასი?
–მე რომ მიპოვე, ვინ დაგეხმარა?
–არავინ დე, ჩემით მოგძებნე
–ჰოდა,იმ ახალ დედასაც შენით იპოვი..
–არა, დე, მასე კი არა, მე მოვიფიქრე როგორც უნდა მოვიქცეთ
–როგორ,დე?
–აი ჯერ ხომ მოკვდები, ჰოდა როცა კვდებიან ცაში ადიან, ცაში კიდევ პატარავდებიან, პატარავდებიან და მოხუებიც კი ბავშვებად იქცევიან.. ე.ი შენც უნდა მოძებნო დედა ხომ?
–ჰო,ალბათ ჰო
–ე.ი შენ მეორედ დაიბადები და გაიზრდები..
–მერე მე დავბერდები, მოვკვდები და წავალ ცაში.და დავიწყებ იქ ნელ–ნელა დაპატარავებას, დაპატარავებას, დაპატარავებასდაგავხდები სულ, სილ პატარა,აი ისეთი როგორებიც იბადებიან ხოლმე
0მერე
–რა მერედე, ვერ…


- რატომ ხარ მოწყენილი?
- მეშინია..
- რისი გეშინია?
- ცხოვრების.
- ეს გასაგებია..
***
- რატომ ხარ მოწყენილი?
- მეშინია..
- რისი გეშინია?
- მომავლის.
- ეს ბუნებრივიცაა..
***
- რატომ ხარ მოწყენილი?
- მეშინია..
- რისი გეშინია?
- იმის,რომ მთელს ცხოვრებას
მარტო გავატარებ და მარტოც
გარდავიცვლები..
- მაგის ვის არ ეშინია?!
***
- რატომ ხარ მოწყენილი?
- მაწუხებს..
- რა გაწუხებს?
- სამყაროს უსამართლობა.
- ეგ ვის არ აწუხებს.. იყავი
ძლიერი!
- ასე ადვილია იყო მამაცი?
- არა.მაგრამ უფრო ძნელი
რაღაცის შიშით ცხოვრებაა.
***
- ისევ მოწყენილი ხარ?
- არა,ვისწავლე..
- რა ისწავლე?
- შიშთან ერთად ცხოვრება.


http://www.youtube.com/watch?v=uTswXtZ3prA&feature=related


23.01.2013

არ მიანტერესებს რითმა!

არც ის რას შეიცავს ლექსი,
არც ის სიყვარული მინდა,
რომ დაგირქმევიათ სექსი!

ფეხებზე მკიდია ვინ ხარ!
ანდა რამდენი გაქვს ფული,
მეფე ლომი ხარ თუ ვირთხა,
გქონდეს ქართველური გული!

გინდა პრინცი იყავ, გინდა
მაწვნის გამყიდველი ქალი,
ოღონდ სანთელივით წმინდა
და ნათელი გქონდეს თვალი!

გქონდეს დახეული კაბა,
ოღონდ საკმარისად გრძელი,
გქონდეს გახვრეტილი ტაფა,
ოღონდ ნუ იქნები მკვლელი!

ოღონდ ნუ იქნები კახპა!
და ნუ შეიყვარებ ცოდვას,
ათასი კაცის წინ გახდა
შენს სულ სხეულშივე მოკლავს!

მოგკლავს გარყვნილების სუნი,
მოდას აყოლა და თრობა,
ქვასავით გაგიხდება გული,
ქვასავით გაცივდება გრძნობა!

როგორ უნდა გახდე სრული,
როცა იმათ ბაძავ ვისაც,
ვერ გაურჩევია სული,
ნამცხვარი და "პიცა"...

ბაძავ ზნე დაცემულ ქალებს,
ტვინის ნასახიც, რომ არ აქვთ,
ცოდვის სურნელისგან მყრალებს -
ძვირფასი სუნამო რომ ფარავთ!

ქალო ქართველი ხარ, ქალო!!!
ნუ დაგიბრმავდება თვალი!
მორჩი მოიძულე ცოდვა,
სიცოცხლის ითხოვე წყალი!

ღვთისმშობლის ხატება ხარ მიწად,
არ სჯობს…


როგორი სუსტი ხარ და მხდალი,

ცოდვის მსახური და მონა,
მაშინ "გევასება" ქალი -
მკრედის თუ დიდი აქვს ზომა.

დედას საგინებლად იხდი,
ამით თავი მოგაქვს ძმებში,
"თვალს თუ გადაგეკრა ბინდი,
ყველას გადაამტვრევ ძვლებში!"

"აბამ" გოგონებს და "კერავ"
აცდენ ქალწულებს და მართლებს,
მაგ სულს ცოდვებით, რომ ბერავ -
ეშმაკის რამე ხომ არ გმართებს?

ვინ ხარ? საიდან ხარ? რა გსურს?
რომელ გზას ადგახარ "ჯიგარ?...
"აბა გადახედე წარსულს,
და იმ წარსულიდან ვინ ხარ?

რომელ ვაჟკაცსა და რაინდს?
რომელ მეფესა და მხედარს,
უნდა შეგადარო მაინც?
მხოლოდ - მოკაკანე დედალს!

ფეხებზე მკიდია ვინ ხარ!
ანდა რამდენი გაქვს ფული?
მეფე ლომი ხარ თუ ვირთხა,
გქონდეს ქართველური გული!

გქონდეს ფოლადივით მკერდი,
სული უმანკო და წმინდა,
მერე ეშმაკსაც კი სძლევდი!
თუ რაღა თქმა უნდა გინდა -

ღმერთი, რომ გიყვარდეს ცამდე,
სხეულს, რომ გერჩივნოს სული!
მხოლოდ სიყვარული გწამდეს!
ფეხებზე გეკიდოს ფული.

დედას…


შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
შენი სხეული ცეცხლად ანთია
და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
შემოხეული ღამის ლანდია…
ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება
და, როცა დილა თენდება, ვხარობ…
მე აღარ მინდა დროის დაკარგვა
და რაც დავკარგე იმასაც ვნანობ…
მე შენ მიყვარხარ და ეს სიტყვები
ჩემს გამოხედვას დაღად ატყვია…
შენ ლექსად აღარ გამოითქმები
და არ დამატყობ გულზე ნატყვიარს…
და ახლა, როცა ამ ლექსს ბუტბუტებ,
ჩემი ცხოვრება შენ ხელში ფეთქავს…
მიყვარხარ, მინდა, ამის გჯეროდეს
და ამ სიყვარულს პასუხი ეთქვას…


გამიჭირდება ამ ტკივილის

ტარება ვგონებ,
რადგან სულერთი აღარ არის
რა გითხრეს სხვებმა,
პოეზია კი ჩემი აზრით
უფროა თონე,
რომელშიც ახალმოზელილი
პოეტი ცხვება...

უძილო ლექსებს ღამეების
გვერდით ვალაგებ
და თითქოს სტროფებს ვინახავდე
უფრო გულიანს,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის ქალაქი,
რომელიც მზიან ამინდებშიც
გალუმპულია...

ვუცქერ კალენდარს თვითმკვლელობის
შიშით შედგენილს,
უსიყვარულოდ დარჩენილი მქვია აშუღი,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის რენტგენი,
სხეულში - ლექსად - გამომწყვდეულ
სულს რომ აშუქებს...

ასე ვფიქრობ და ორგანიზმში
ვეღარ ვაკავებ
გრძნობებს, რომლებსაც მოესიათ
ტკივილთა წყება,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის აკვანი,
სადაც პოეტი
ნებისმიერ ასაკში წვება...

და ვდგავარ ახლა დაწყევლილი
დღეების გვერდით,
რადგან ტაძართან მიმავალი
ბილიკი არ ჩანს,
პოეზია კი ჩემი
აზრით უფროა ღმერთი!..
ჯვარზე - აღდგომის შემდეგაც რომ
გაკრული დარჩა...


Blog
Blogs are being updated every 5 minutes