LoBJaNa's blog

LoBJaNa
39, Tbilisi, Georgia

ტურფა საქართველო ყორნებს წაუღია, რუსეთს და ამერიკას შუაზე გაუყვია /*
ფასობდა სიკეთე და ფასობდა მორალი,
კაცობა უფრო ჭრიდა, ვიდრე დოლარი.

"ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო"...
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო:
ყოფილა აფხაზეთით და სამაჩაბლოთი,
თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი.
გვქონია ეკონომიკა, გვქონდა მრეწველობა,
გვქონდა განათლება, სწავლება, მწერლობა,
გვქონია თეატრი და გვქონია მხატვრობა,
ვყოფილვართ ქვეყანა და არა ბაზრობა.
ფასობდა სიკეთე და ფასობდა მორალი,
კაცობა უფრო ჭრიდა, ვიდრე დოლარი.
რაც არ უნდა ჩანდეს დაუჯერებელი,
ადამიანურად ცხოვრობდა ქართველი;
მსოფლიო სასჯელი, დამპყრობი ძლიერი,
ყველაზე ვერაგი, ყველაზე ცბიერი,
ყველაზე სასტიკი, ყველაზე უნდო,
ჩვენს საზღვრებს მოადგა მასონთა ურდო.
ყველაფრის გამსრესი, ყველაფრის დამგმობი,
რწმენის წამლეკი, ღირსების დამმცრობი,
სხვისი ქვეყნების და საზღვრების არმცნობი,
ერების აღმრევი, ვერაგი დამპყრობი.
განა სხვებივით ხმლითა და მიპარვით,
მეგობრის მანტიით, მოვიდა დოლარით
ქვეყანა მთლიანად – სიმდიდრით,…


ტურფა საქართველო ყორნებს წაუღია, რუსეთს და ამერიკას შუაზე გაუყვია /*
ფასობდა სიკეთე და ფასობდა მორალი,
კაცობა უფრო ჭრიდა, ვიდრე დოლარი.

"ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო"...
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო:
ყოფილა აფხაზეთით და სამაჩაბლოთი,
თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი.
გვქონია ეკონომიკა, გვქონდა მრეწველობა,
გვქონდა განათლება, სწავლება, მწერლობა,
გვქონია თეატრი და გვქონია მხატვრობა,
ვყოფილვართ ქვეყანა და არა ბაზრობა.
ფასობდა სიკეთე და ფასობდა მორალი,
კაცობა უფრო ჭრიდა, ვიდრე დოლარი.
რაც არ უნდა ჩანდეს დაუჯერებელი,
ადამიანურად ცხოვრობდა ქართველი;
მსოფლიო სასჯელი, დამპყრობი ძლიერი,
ყველაზე ვერაგი, ყველაზე ცბიერი,
ყველაზე სასტიკი, ყველაზე უნდო,
ჩვენს საზღვრებს მოადგა მასონთა ურდო.
ყველაფრის გამსრესი, ყველაფრის დამგმობი,
რწმენის წამლეკი, ღირსების დამმცრობი,
სხვისი ქვეყნების და საზღვრების არმცნობი,
ერების აღმრევი, ვერაგი დამპყრობი.
განა სხვებივით ხმლითა და მიპარვით,
მეგობრის მანტიით, მოვიდა დოლარით
ქვეყანა მთლიანად – სიმდიდრით,…


მოწყენილია უკუნით ღამეს სველი ქუჩები,

ქუჩის კუთხეში შუქნიშანი თავისთვის ბჟუტავს

მე მენატრება ეგ ქალური. ნაზი ტუჩები,

ეგ თვალები სიხარულში ზოგჯერ რომ ჭუტავ.

ფანჯრის რაფაზე ბავშვივით შემომჯდარი ვუყრებ ასფალტს,

ჩემ წინ შუშაზე იწერება შენი სახელი,

ეს ის ბიჭია რო არავის, არავის არ ჰგავს,

ამას იფიქრებს შემხედვარე ჩემი მნახველი.

წვიმა გადღაბნის ამ ასფალტზე ღერძულა ხაზებს,

მისსავე წვეთით გაიხრწნება სერი „ჟოლობი“

თითო ნასროლი სიგარეტი წააგავს წამებს

გუბის ძირშია გამოცლილი,ძველი კოლოფი.

მოწყენილია უკუნით ღამეს სველი ქუჩები,

ქუჩის კუთხეში შუქნიშანი თავისთვის ბჟუტავს,

ისევ თვალწინ მაქვს ეგ ქალური ნაზი ტუჩები,

ჩემი ნახვისას გიშრისფერ თვალებს ჩუმად რომ ჭუტავ.
  


26.05.2012

შავი ღვინო მინდა, ოდნავ რომ დაკრავს მთვრალი, მწიფე ალუბლის გემო... სავსე მთვარე მინდა, ზღვაზე რომ გააბას ოცნებაში მიმავალი ბილიკი... წყნარი ზღვა მინდა, მთვარის ბილიკი რომ არ ამიმღვრიოს... ზღვასთან კოცონი მინდა, შეციებული მუზები რომ გავათბო... ჩუმი სიმღერა მინდა, გულიდან რომ ამოდის გრძნობად და არა ბგერად... სიჩუმე მინდა, შენი გულისცემით დარღვეული..


Blog
Blogs are being updated every 5 minutes