Irakli's blog

Irakli
29, Tbilisi, Georgia

11.09.2016

https://www.youtube.com/watch?v=wVMob13z6p0


11.09.2016

https://www.youtube.com/watch?v=et281UHNoOU


11.09.2016

https://www.youtube.com/watch?v=DzwkcbTQ7ZE



11.09.2016

https://www.youtube.com/watch?v=pAjvJaGKewU


 გიჟად შერაცხილი სულის აკორდები ისევ პოეზიის მწვავე არითმია, სასმელს აყოლილი,ლექსად ნაბოდები ახლა ვაღიარებ,ის რაც არ მითქვია! მარტოდ დარჩენილი სევდას ჩავეხუტე მწარე რეალობა არსად გამითვლია. სითბო დამაკლო და ღამეს გავებუტე წუთის არსებობა წამად დამითვლია. სიტყვებს გაურითმავს ზიზღი მოვაშორე მუზამ აუხსნელად ხელი ჩაიქნია. მიდი ბედისწერევ მღვარე მოაგორე მაგრამ არ არსებობ,რადგან არ გიქნია... ასე ანაბარა ზეცას ვეჭიდები ჩემი კაროლები დამებს არ მიჭრიან. სათნო მოხუცივით ასაკს ვეჯიბრები პასუხს ველოდები:წლები სად მიდიან? გაურკვევლობაში ვეძებ გამოსავალს დროს ვინ გააჩერებს,მარდად ჩაივლიან. შვილებს დავუტოვებ ბილიკს, ღვთისკენ სავალს საფლავს შემყურე კი ცრემლებს დაითვლიან! ლექსად ვიღვენთები,რითმი განაბული ისევ პოეზიის მწვავე არითმია. ალბათ მომეძალა გიჟი სინანული, ახლა ვაღიარე,ის,რაც არ მითქვია!


 ქალი კი არა ფერია ხარ, ქალად ნაქარგი, ხარ სილამაზე_სალვადორის ფუნჯით ნახატი!!! ქალი კი არა, ცდუნება ხარ, ამქვეყნიური, ხარ ოკეანე_ტალღის ფსკერზე ამოხეთქილი, ოხ, ეს თვალები, შენი ტრფობით გადაფეთქილი... ქალი კი არა, გუმბათი ხარ, ღვთისგან ნაგები ხარ სალოცავი, წმინდა ხატთან,ჩოქვით ნაფერი. ქალი კი არა, ნოტები ხარ, აჟღერებული, მთვარის სონატა, ბეთჰოვენის მუზად ნაქები... ქალი კი არა, პიესა ხარ, ჩემთვის ნაწერი, ხარ ბაირონის სტრიქონებში კალმით ნაფერი... ქალი კი არა, პლანეტა ხარ, შენ მზით გამთბარი... ხარ სიმფონია, მარცვალ_მარცვალ ლექსში ჩამდნარი... ქალი კი არა, ფერია ხარ, ქალად ნაქარგი...


Blog
Blogs are being updated every 5 minutes