natianati13's blog

natianati13
40, Tbilisi, Georgia

მიყვარხარ იმდენად ღამის განთიადთან
რიჟრაჟს გამოვგლიჯე სიმშვიდის ფარდები,
მიყვარხარ იმდენად მზეც კი გამიავდრდა
ქარმა გამაცალა ოცნების აფრები.

მიყვარხარ იმდენად ღიმილს გავებუტე
ფერებს გავაცალე სილაღის გამენი,
მიყვარხარ იმდენად ცრემლით დამემუქრე
დღეებს ჩამოვგლიჯე სიჩუმის წამები.

მიყვარხარ იმდენად სხვები შევიჯავრე
შენ აგიკვიატე ჰაერთან შეერთდი...
მიყვარხარ იმდენად გრძნობით შეგიყვარე
და თუ ვერ გამიძლებ საერთოდ შემეშვი.

და თუ ვერ გაუძლებ ჩემ გულის სიგიჟეს
სულაც არ მჭირდები უბრალო ვნებებით
მიყვარხარ იმდენად ტკივილებს ვივიწყებ
ვსუნთქავ და შენ კი ჰაერთან შეერთდი


21.07.2011

დღეს თეონა ქუმსიაშვილის დაღუპვიდან ერთი წელი გავიდა,ეს ერთი წელი მისი მეუღლისთვის და ახლობლებისთვის ყველაზე საშინელი და ტკივილით და მონატრებით სავსე წელი იყო,უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს თეოს მის პატარებს და მის დას ნათიას.


შარზე ვარ,

ცხოვრებას ვაკვდები ნერვებით...

უაზრო ლოდინში, თანდათან ვბერდები...

არ მინდა სიცოცხლე შავ-თეთრი ფერებით...

ცა მინდა ცისფერი და თეთრი დღეები...


არ ვიცი.

წახვალ თუ, გზის ბოლოს, დამიცდი...

შარზე ვარ,

რა მინდა, მე თავად არ ვიცი...

ყოველ წამს, ყოველ წუთს, ვფიქრობ და განვიცდი...

მე დარდმა მომტეხა ცხოვრების ლავიწი...


არ ვიცი, ვინ ვარ და

არ ვიცი რა მინდა...

და ახლაც, უგონოდ, უაზროდ მთვრალი ვარ...

ცხოვრებას დავიწყებ, ხელახლა თავიდან...

არ დავლევ, შევპირდი ცხოვრებას, ხვალიდან...


არ ვიცი,

სანამდე ამიმღვრევს გონებას...

რამდენი ვეცადე და გულიც ვიხეთქე...

რად მინდა სიცოცხლე, რად მინდა ქონება...

თუ გული ისევე უშენოდ იფეთქებს...


საომრად...

ოცნებებს, სიყვარულს ავისხამ...

არ მინდა შევჩერდე, უშენოდ ვომობდე...

შარზე ვარ,

საშველად საწამლავს დავისხამ...

და შენი დავრჩები, ცხოვრების ბოლომდე.......


06.04.2011

შენ არსად არ ხარ,
მე კი გეძებდი...
შენ ხარ იმედი დაკარგულისა...
შენ რომ აქ იყო მე შენ გეტყოდი
ზღაპარს ლამაზი სიყვარულისას...
გეტყოდი როგორ ყვავდება ნუში,
ყაყაჩოები როგორ წითლდება...
ქარი რას ამბობს ,
წვიმა რას არ თმობს,
ცა ვარსკვლავებით როგორ ივსება...
მაგრამ შენ არ ხარ და არც იქნები,
შენ ხარ იმედი დაკარგულისა...
მე შენ გეძებდი და ვერ გიპოვნე,
ახსნა მინდოდა სიყვარულისა...


06.04.2011

თვალები სულის სარკეაო, ამბობენ ხშირად
და სუფთა სარკე, გამიგია, ფასობსო ძვირად.

ჩემი თვალებიც სარკე არის ჩემი ცხოვრების,
თუნდაც სულ გაქრე, მათ ყოველთვის ემახსოვრები.

მე დავიბენი, სული დამრჩა თითქოს ნაპირზე,
გამიქრა სრულად სილამაზე და სიფაქიზე.

ამ ხალხით სავსე სამყაროში ადგილს დავეძებ
და აღარც მჯერა, თუ მოხვალ და მომიალერსებ.

ეს სიყვარული, ვეჭვობ, არის მარადიული,
ჩახედე თვალებს, წაიკითხე ჩემი დღიური

და რაც დაგხვდება ჩაწერილი ცრემლით და დარდით,
წაშალე, ჩემგან გამოყავი, დაფარე ფარდით...

თვალები სულის სარკეაო (დადის ჭორები),
მაგრამ თვალები სარკე არის ჩემი ცხოვრების...


06.04.2011

დარდი შემოსულა
გულში
ისევ მონატრების
ფარდად,
აღარ დაგიძახე
გუშინ...
დღეს კი
უშენობა მტანჯავს.
სადღაც დამალული
ხმებით
ჩუმად რომ გიყვები
ზღაპარს -
შენთვის ნათამაშებ
ღიმილს
სულში სევდისფერი
დაჰკრავს...
დრო კი უნამუსოდ
მიჰქრის,
დრო არ დაგვიცდის და
სადღაც -
ჩვენთვის შემონახულ
წუთებს
ურცხვად წაიღებს და
წავა...


06.04.2011

დაკრიფე ჩემში ყველა ღიმილი,
ვით ყაყაჩოებს კრეფდი მინდორზე...
გამაფერადე გაზაფხულივით
შეშურდეთ ჩემი ეგებ მიმოზებს...
გავუძლოთ ერთად ზამთრის სიცივეს
და ერთმანეთის სევდა გავლიოთ,
ერთად მივიდეთ გაზაფხულამდე
ვაჯობოთ მარტს და იქით ავრიოთ.
გადავაწვდინოთ მზერა გორაკებს
მთებში მდინარის სათავე ვკოცნოთ...
მადლობა მინდა გითხრა ყოველ დღე
რომ ვხედავ იმას რისთვისაც ვცოცხლობ!
დაკრიფე ჩემში ყველა ღიმილი
ზედმეტს ვერ შევძლებ,ვერც დაგპირდები
უბრალოდ გეტყვი...წაიღე შენთვის
და ისევ შენთვის ავყვავილდები!!


06.04.2011

შენ რომ არ იყო ალბათ სევდა გულს მომიკლავდა,
და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,
სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა,
ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა.
შენ,რომ არ იყო ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება,
რომელიც დარდებისაგან მოდის,არ წყდება,
ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება,
და მოწყენილი,ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება.
შენ,რომ არ იყო ოცნებები დამეკარგება,
და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,
მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება,
და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება.
შენ რომ არ იყო სიყვარული დამეკარგება,
და ტრფობის ჟამი,ჩემთვის უკვე აღარ დადგება,
ჩემი გული მარტოდ მარტო დაიჩაგრება,
და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება.
შენ, რომ არ იყო ჩემი გზები სულ აირევა,
და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა


06.04.2011

აშენებაა ძნელი თორემ,ნგრევას რა უნდა...
გამთელებაა ძნელი თორემ,მსხვრევას რა უნდა...
გაცოცხლება თქვი თორემ სიკვდილს? წამები უნდა...
სიკეთე მითხარ,ბოროტება? არავის უნდა.
მე ღმერთს ვადარებ,ვინც დანგრეულ გულებს ამთელებს...
ვინც კი არ ანგრევს,სიყვარულის ტაძარს აშენებს...
მე მზეს ვადარებ, ვინც სიკეთის ნერგებს აცოცხლებს...
ვინც თბილი გულით მომაკვდავსაც კი გააცოცხლებს..


06.04.2011

ტაძრის ერთ კუთხეში დაჩოქილი
მორცხვად ვემალები ცოდვებს,
თვალებ დახუჭული, დამხობილი,
ჩუმად ვიმეორებ ლოცვებს.

ცამდე აღმართული გუმბათიდან
ფრთხილად დაეშვება სხივი,
ჩამოფარფატდება ანგელოზთა
ფრთებით გადაბმული მძივი.

მიმოიბნევიან მთელს ტაძარში,
მიმანიშნებელნი ერთის,
ყველა შესამკობზე ძვირფასია
წმინდა სამკაული ღმერთის.

ხატთან ანთებული სანთლებიდან
უხვად იღვენთება სითბო,
ხელის გულები მაქვს მიშვერილი
და თან სულის გულსაც ვითბობ.

ხატთან ანთებული სანთლებიდან
ცრემლი იღვენთება თითქოს,
ეს ხომ დედა არის, მარიამი,
ის ხომ მუდამ ჩვენზე ფიქრობს.

წმინდა ანგელოზთა სამკაულში
ჩემი ანგელოზიც ვნახე,
ისე მომეფერა, ისე აუხსნელად,
ყველა ჩემი ცოდვა ვძრახე.


← previous 1 2 3 4 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes