დედაზე ტკბილი და საყვარელი,
ხომ არც არსებობს, არც არსებულა.
დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი,
არც ითქმება და არც ადრე თქმულა.
დედა-ეს სიტყვა,ყველაფერს უდრის
სიცოცხლეს,სითბოს, სიხარულს,მზესაც
და მის საშველად ცეცხლზეც, რომ დამწვან,
სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.
დედა,ეს არის ისეთი ძალა,
კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,
მას ყველაფერი დაეჯერება
მშობელი დედა რომ დაიფიცოს.
”სანამ დედა მყავს არ დავბერდები”
ასე ამბობენ,ასე მღერიან,
ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც,
დედას სიკვდილი არ უწერია.
ხშირად მინახავს თვალზე ცრემლები
ბრმად რომ გითხარი მძიმე სიტყვები,
თვალცრემლიანი ნაზი თვალები
და ისევ დედის თბილი სიტყვები...
მე ჩემს ნათქვამზე თვითონ ვბრაზობდი
გულის სიღრმეში გრძნობებს ვმალავდი,
გულს ლოდად მიქცევს წარსულზე ფიქრი
დედის ფასს, გვიან რომ მივხვდი...
ეხლა წარსულით გადის დღეები
სიზმრად რომ გნახო ღმერთს ვევედრები,
სანთლებს დავანთებ საფლავის ქვაზე
და აღრც ტირილს მოვერიდები...
დარდს ვეღარ იტევს მძიმე ფიქრები
შენს მოგონებას გავუფრთხილდები,
წარსულს ვერ შეცვლის ჩემი სიტყვები
სულ მეყვარები ამას გპირდები...
მინდა ჩავისუნთქო შენი ამოსუნთქვა
ჭიქა მოვიყუდო შენი ნაპირალი,
ისე მენატრება შენი მოფერება
ცრემლად მამჩნევია ყველა ნაფიქრალი
სული მეცოდება გული მანუგეშებს,
ტუჩებს ვიწვალებ და მხრებმა არ იციან,
თვალებს ვერ ვატყუებ შენ რომ ვერ გხედავენ,
თითქოს დაბრმავდნენო ისე განიცდიან
ხელებს რა მოვუყვე დილით რომ გეძებენ
ყელთან თბილი სუნთქვა რატომ შემაჩვიე,
გუშინ ჩავიარე შენი სახლის წინ და...
ფიქრში გახვეულმა ვერც კი შემამჩნიე
არა ვერ მიხვდები, ამას ვერ გაიგებ...
სიტყვით ვერ აგიხსნი გული სხვა რამეა,
მინდა ჩავისუნთქო შენი ამოსუნთქვა,
მოდი გაგახედო ნახე რა ღამეა...
ნეტა რას იტყვი,
სამუდამოდ შენზე, რომ ვწერო,
დროის გადაღმა, ავაშენოთ პატარა სახლი.
არ მემეტები არავისთვის,
ამიტომ გჩემობ,
შენც ამიჩემე და ხანდახან ამ სახლში დარჩი.
ნეტა რას იტყვი?-
-ჩემ წილ, ღიმილს
სევდაში გიცვლი,
მე შენში უფრო გამახარებს,
ჩემი დანახვა
და შეიძლება ყველაფერი
შევძლო ზეგისთვის,
მაგრამ ვერ შევძლებ
ავიტანო შენი დაკარგვა.
ნეტა რას იტყვი?-
-შეგიყვარებ ყველას მაგივრად,
თუ აცივდება,
სხეულითვე
სხეულს გაგითბობ.
ბოლო ხანებში მარტოობა,
რაღაც გაჭირდა,
თუ დაგავიწყდი
მერე რა და ისევ გაგიცნობ.
ნეტა რას იზამ,
რომ მოვიდე,
უბრალოდ დავრჩე
და რომც გაბრაზდე
არ გამაგდო დაგითვლი
სუნთქვას.
-სიყვარული,რომ არ არსებობს
ამ ქვეყანაზე
თურმე ეგეთი სისულელეც
ვიღაცას უთქვამს.
- ხოდა მიყვარხარ,
სიყვარულად,რომ აღარ ითქმის,
ხოდა მიყვარხარ,
ხოდა ესეც შენი ბრალია,
დროის გადაღმა ავაშენოთ პატარა სახლი,
სადაც საათებს უსაათოდ,
კოცნით დათვლიან.
ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.
ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.
მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა…
გაზაფხულია!
albat es dgec male mova...albat dros waigebs qari,,,,
მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი),
არ შეგვიძლია, სხეული რომ წამებას მივცეთ,
ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარი
და კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე.
გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის,
მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში,
ჩვენ დედამიწა ისეთივე პატარა გვყოფნის,
სადაც შენ ჯვარზე გაგაკრეს და მე მარტო დავრჩი.
დრო იტყუება… კვლავ გოლგოთის მთიდან დაგვყურებ,
მე პირჯვარს ვიწერ და ვლოცულობ და ღმერთო… “ამინ”
კაცობრიობა დაამწყვდიეს… კარი დახურეს…
ახლა ფანჯრებთან ერთმანეთის სხეულებს ჭამენ.
მიწაზე ყველას დაავიწყდა რწმენაც და ქრისტეც,
ჯვარზე გაცვეს და დაიჯერეს… ჰგონიხარ მკვდარი -
ადამიანებს – ძნელია რომ დღეს რწმენა მივცეთ
მე და შენ, ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი)
გიორგი არაბული
იცი, იმ ღამეს ძალიან თოვდა
იცი, ახლა რა მინდა? თოვლი მინდა მათოვდეს… რომ, ხელახლა გაგიცნო ,და… შენი კოცნა მათბობდეს… თოვდეს მინდა ფერები… ახლა, იცი რა მინდა? უცებ, დაგივიწყო და კვლავ, გაგიცნო თავიდან… მინდა, წლებს შემატოვო კიდევ, იცი, რა მინდა? დღე, წარსულში დავტოვო… და ვიცხოვრო, ხვალიდან… მინდა, გულს მინათებდეს მზე და… მერე გაწვიმდეს… ისე შეგიყვარო რომ… ვერ ვხვდებოდე, რა მჭირდეს… ახლა, იცი, რა მინდა? სულ პატარა ცა მინდა… თოვლშიც, ქარშიც, წვიმაშიც… მომეფეროს ამინდმა… ვიცი, ახლა ვოცნებობ… მზე კი, სადღაც ჩავიდა… მინდა, სულ მადარდებდე… და სხვაგვარად, არ მინდა... იცი, ახლა რა მინდა? მე, პატარა ცა მინდა… მთელი ღამე მკოცნიდე და… დღეს, მჩუქნიდე თავიდან