misha-misha's blog

misha-misha
34, Tbilisi, Georgia

14.02.2013

მე შენს ალერს ვერ დავუშლი წვიმას,
ზეციდან რომ წკაპაწკუპით ცვივა,
შენთან თამაშს ვერ დავუშლი ქარს,
ასე ურცხვად რომ გიწეწავს თმას,
შენს სიყვარულს ვერ დავუთმობ სხვას,
რომ ხმაურობს და ვერ გაწვდენს ხმას,
დამიჯერე, შენ გვეკუთვნი სამს-
წვიმას, ქარს და შენს საყვარელ ქალს.


წუხელ სიზმარში შენ დაგინახე
თითქოს შენს სახეს ვეფერებოდი,
ცხადში ვიცი რომ ეს არ მოხდება
სიზმარში კოცნას გევედრებოდი.
ეხლა ჩემს სულში ეშმაკი ჩაჯდა
მხოლოდ გრზნობებით გეფერებოდი,
სიზმარში ეშმაკს ზურგი ვაქციე
თითქოს შენს სახეს ვეფერებოდი
უკვე ამ წუთში მე შენზე ვფიქრობ
თუ არ გჯერავდა რისთვის მხვდებოდი
დაიმახსოვრე ძლიერ მიყვარხარ,
რომ ვერ გხედავდი ცუდად ვხდებოდი.
წუხელ სიზმარში ისევ შენ გნახე
თითქოს შენს სახეს ვეფერებოდი,
ცხადში ვიცი რომ ეს არ მოხდება
სიზმარში ალერს გევედრებოდი


15.02.2013

მე დავინახე შენი თვალები
და გულმა უმალ დაიწყო ძგერა
ეს ყველაფერი მე მომეწონა
და უცბათ გაქრა უკლებლივ ყველა.

ლამაზი იყო მე ის რაც ვნახე,
ვერ დავივიწყებ მას მე ვერასდროს,
მთავარია რომ არ გაქრეს არსად
ის ყველაფერი რასაც ეხლა ვგრძნობ.

მე მასში მომწონს თვალები მწვანე,
რომელიც სხვაში ვერ ვნახე ვერსად,
თუ არ ვუყვარვარ შევუყვარდები
იმედი არის ის ბოლოს კვდებ


15.02.2013

ნაზამთრალს მინდოდა მქონოდა ქორწილი,
გვირილა მინდოდა კაბაზე დამეკრა,
სიმორცხვე დაჩვეულს მინდოდა ღიმილი,
ხანჯლების ხიდისქვეშ გამევლო მაყრებთან.

უფალსაც მინდოდა გაეგო სათქმელი,
მხევალი გენდობი ბოლომდე ამ ქვეყნად,
ნუშების თოვაში გაფანტულ სიკეთეს
შენს მხრებზე ვალაგებ ლექსებად,საგზლებად.

ნაზამთრალს მინდოდა მქონოდა ქორწილი
და თუნდაც ქოხმახი ღამეთა სათევად,
მზისგულზე მინდოდა დამედნო სიმორცხვე
და მიგყოლოდი სამოთხის კარებთან.


Blog
Blogs are being updated every 5 minutes