ირემო მთასა მყვირალო
33, Paphos, Kypros

ეს ლექსი-მთიდან ირმის ყვირილი-
ცალად დარჩენილ ირმის ცრემლია.
მე ისე მტკივა შენი ტკივილი,
ჩემი ტკივილიც რომ არ მტკენია.
მე ამ ტკივილმა მტანჯოს,მაწამოს.
რადგანაც ასე გავითავისე.
რომ გიმზადებდა ტანჯვას სამყარო,
ეს ჩემი გულიც ჰქონდა სანიშნედ.
ეგ სიმარტოვეც სულ გულს მისერავს,
დაჭრილ გულს მიწვავს ცრემლის მარილი,
გულში დაკოდილს ნუ მთხოვ სიმღერას,
მე შემიძლია მხოლოდ ბღავილი.
ეს ლექსიც-მთიდან ირმის ყვირილი-
ცალად დამრჩალი ირმის ცრემლია.
მე ისე მტკივა შენი ტკივილი,
ჩემი ტკივილიც რომ არ მტკენია.

3 näyttökertaa
 
Kommentit
არავინ 01.02.2012

მე ისე მტკივა შენი ტკივილი,
ჩემი ტკივილიც რომ არ მტკენია.

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti