12.07.2014
Q A L I .....
39, Florence, Italia

ქალი სახლი არის, რომლის გასაღები,

სადღაც მწვერვალზეა ზოგჯერ დამარხული...
ქალი ზოგჯერ დარდი, ზოგჯერ გაზაფხული...
ქალი ყვავილია ვნებით დაზაფრული...
ვინ სთქვა უმწეოა, ვინ სთქვა უძლურია,
ძალა სინაზეს აქვს, ნიღბად დაფარული...
მიდი მოიკითხე, შველა შესთავაზე,
როცა თვალები აქვს ცრემლით დანამული...
ქალი სიცოცხლე და ქალი აღმაფრენა...
ქალი ნახატია უფლის დახატული...
ქალი ის ხატია, ქალი ის ოცნება,
გულში ჩუმად რომ გვაქვს, ზოგჯერ დამალული...
ქალი ცისკარი და უფლის დახატული,
ღმერთო არ მანახო ოღონთ დატანჯული...♥♥♥

0 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti