მოკლულებს დაიტირებენ,
განა ცოცხლებსა გლოობენ,
მთასვლელთ ყოველთვის ტირიან,
მთები სულ მუდამ ზოობენ.
დედის ცრემლების მაგიერ
კლდის ცვარი დაედინებათ,
რაკი სუდარა სცპირდება,
ნისლები დაეფინებათ.
ლოდით დაგლეჯილ გულ–მკერდზე
ყვავ–ყორნებს ჩაეძინებათ,
დრო გავა, ნასისხლარ ალაგას
ჯიხვის ტყავ დაეფინება.
Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!