თათი's blog

თათი
34, Tbilisi, Gürcistan

02.11.2010

შენს სულში რა მინდა? თუ ვერ გავათენე,
მასში, სიმარტოვის ბნელი ირონია.
ახლა გატირებდი, დედას გეფიცები,
თუმცა, ეგ ცრემლებიც, ჩემთვის მირონია.
მე შენთან რა მინდა? - ზედმეტი სიტყვების,
მაგივრად თვალიდან მზის სხივის დაკრეფა,
ყველა გაელვებით, რომ ჰგავდე გაზაფხულს,
ისე კი ამინდი მანაღვლებს ნაკლებად.
ან ეხლა რად მინდა? ვუყურო უშენოდ,
ბნელ ქალაქს - მაღლიდან, დაყრდნობით რაფაზე,
ქალაქში ნისლია (ეს მე ვარ ამ წუთას)
და სიო ქუჩებში აცეკვებს ნაფაზებს.
რა მიყვარს? - რომ ვწყდები, საერთოდ სამყაროს,
შენს მკერდზე ჩასუნთქვით, თავს როცა მივადებ
და მინდა, ხო მინდა! მეტს ვითხოვ ყოველთვის,
რომ უფრო თბილოდეს, რომ უფრო გიყვარდე.
მე შენგან რა მინდა? - სუნთქვა ასინქრონულ
პულსში გადაზრდილი გულის ჩქარი ფეთქვა,
როცა ახლოსა ხარ - მუდამ ასე არის,
ან თუნდაც შორს იყო, მაინც უნდა მეთქვა -
მიყვარხარ...


02.11.2010

არ მინდა დაგკარგო და მერე მივხვდე, რომ
შენს მზერას შეეძლო ჩემი მზეც ეხილა,
და თუკი ტკივილი არის დღეს საჭირო,
მტკივა ვთქვა ჯობია, ვიდრე ვთქვა მეტკინა!
არ მინდა წახვიდე და მერე აღმოჩნდეს,
რომ შენს სულს მივტირი აშლილი ქარივით,
შეგრძნება არ მინდა ვიწვნიო სიშორის,
ძაძებში გახვეულ იმ ქვრივი ქალივით.
არ მინდა გაქრეს და მერე კვლავ აღმოჩნდეს,
რომ შენთან დღეს ერვა დღე ლურჯი ზღაპრების,
დარჩი ბოლომდე და მიმიშვი შენს სულთან
და ვნახოთ ერთმანეთს სადამდე გავყვებით.
დღს ვხვდები შეეძლო ჩემს ფიქრს და ოცნებას,
დარბის და ერბინა, ტირის და ეტირა,
არ მინდა წახვიდე, ამტკივდი თუკი გსურს,
რომ არ ვთქვა,
რომ არ ვთქვა,
რომ არ ვთქვა
მ ე ტ კ ი ნ ა...


მე წავალ, გესმის? ნიავთან წავალ,
ღიმილს ვისესხებ სავსე მთვარისგან,

ზეცის კარებთან გავიშლი კარავს
იმედს დავანთებ ნაპერწკალისგან.
წავალ უჩუმრად, ცისფერ წვიმებთან
უხმოდ, უჩუმრად, ვით სიზმარიდან.
წავალ მეჯლისზე მთვარის სხივებთან
გამოქცეული სიმწუხარიდან...
თუ აგტკივდება ჩემი სიშორე,
თუ დაგწვავს კითხვა რატომ წავიდა
ყველა სატკივარს ჩამოვიშორებ
და... მომღიმარი წავალ თავიდან!!!!


02.11.2010

..

შეხება ხელის
შენის,
მშველის.
მომეცი ხელი
დამამშვიდე,
მომეცი ხელი...

მე მესმის...
შენი სუნთქვა მესმის,
მამშვიდებს, გესმის?
ისუნთქე ჩემთვის...

შენი ხმა
მშვიდი,
რბილი,
თბილი
მანიჭებს ღიმილს
მითხარი რამე.
ჩამოწვა ღამე,
ნუ ითვლი წამებს
დრო ისეც მიდის.

შეგეხო მინდა,
ნუ ითვლი წამებს,
მაშინებს წამი...
მოგეფერები გათენებამდე
და მერე წადი...

მაგრამ მანამდე
შემახე ხელი,
ისუნთქე ჩემთვის,
მამშვიდებს-
გესმის ?


06.05.2010

ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა, რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად, რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ,
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
ღამის ფიქრით ნავალი, სად ვიყავ და სად არა,
თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა,
რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა.
ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?!
ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა.
გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა...


06.05.2010

რა გაოცებს? _ ხეში წყალი ჩადგა უკვე,
კიდევ ერთხელ შემობრძანდა გაზაფხული...
თავდახრილი მიუყვება ქუჩას ქალი,
შენი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგული.

ნუში ტყემალს სითეთრეში ეჯიბრება,
მზემ ატმები საბოლოოდ გადარია,
შენ კი გცივა, იანვარი იყოს თითქოს,
რადგან სულში უსასრულო ზამთარია.

რა გაგიქრობს, რა გაფანტავს ამ კაეშანს?_
ყველა ტკივილს როდი კურნავს გაზაფხული...
ცრემლებს ყლაპავს და მიჰყვება ქუჩას ქალი,
შენი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგული...


06.05.2010

მოწყენამ ისევ დამრია ხელი,
და ფრაგმენტებად ჩნდება წარსული.
არ ვიცი ახლა ვინ მენატრება -
ჩემთან მყოფი,თუ ჩემგან წასული.

არ ვიცი ქვეყნად რისთვის მოვედი,
ვერ გავარკვიე თავი და ბოლო,
იქნებ ცხოვრება მხოლოდ დარდია,
ან მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ...

იქნებ ცხოვრება არის სიზმარი,
ათასში ერთხელ თვალის გახელა...
ჩემს სულში ქრიან უცხო ქარები,
და ამიტომაც მიჭირს გამხელა.

რომ რაც ვიცხოვრე,იყო მირაჟი,
ამოუხსნელი იყო ბილინგვა,
სულ ვცდილობ,მაინც ვერ გავიხსენე
სად მიმიყვანა ჩემმა ბილიკმა...


13.01.2010

სითბო ვეძიე,დავაგროვე,ვმალე ღადარში,

და შენს ფანჯრებთნ გადმომექცა ცეცხლი უბიდან.

მსურდა დამეწვი,მაგრამ გადარჩი...

...ეს გადარჩენა ჩემთვის სიკვდილს,სიკვდილს უდრიდა...


15.12.2009

maxsovs vigrZeniT xeivani,mTvaris dumili...

da siyvaruli Semomfice RimiliT mere.

me dagijere,radgan aris qveynad tyuili,

romelic ginda daijero da daijereb!

da ai axla,ros umTvaro Rames minaTeb,

Sen gamiRime da is fici uaryav mere...

ar dagijere,radgan aris qveynad simarTle,

romelic ginda ar gjerodes da ar ijereb.


30.12.2010

მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებ
ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს.
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია

ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია.


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor