წვიმის მოახლოვებას იმით გრძნობ, რომ ხმების აღქმა იცვლება. ისინი სხვაგვარად ისმის, რადგან ატმოსფეროს ტენიანობა გაიზარდა. და აი მოასკდა კოკისპირული წვიმაც. მოიტანა უკითხავი და უტიფარი ცივი შხაპი. მოსიარულეები, ქუჩები და შენობები ბურუსისმაგვარ ნახევრად მჭვირვალ ორთქლში გაეხვივნენ. შენში მარტოობისა და მიუსაფრობის ანაზდა გრძნობამ დაიბუდა. ჩადიხარ იქ, მიწისპირა სართულზე, წყნარ და ჩუმ დარბაზში. მიუჯდები მაგიდას და ცდილობ გამოერკვე. პიანისტის გრძელი, სწრაფი და საოცრად მოქნილი თითები დაჰქრიან კლავიატურაზე. აი საქსმაც მძიმედ და უიმედოდ შემოგტირა. და შენი არსება ახმიანდა გაწყვეტამდე დაჭიმული სიმივით. და თითქოს ვიღაც შეეხო შენს სულს ნაზი და მთრთოლვარე თითებით.
ითხოვ წითელ მშრალ ღვინოს – საფერავი, რიოხა, ბაროლო – რა მნიშვნელობა აქვს! დროზე მომიტანეთ!
მოსვამ ერთ ყლუპს და უკვირდები შეგრძნებებს – დიდებულია! კიდევ ერთი მოზრდილი ყლუპი, კიდევ და კიდევ. მთელს არსებას მადლი ეფინება. გონება ნათდება და ხვდები რატომ ჰქვია ამ დალოცვილ სასმელს მშრალი ღვინო. წვიმა, ნესტი და ბურუსი ნელ–ნელა გშორდება. სულში სიმშვიდე ისადგურებს.
მეოცე საუკუნის სიბრძნე – ჯაზსა და ღვინოშია ჭეშმარიტება!
uf kai iyo.... hemi sulis simebsac sheexo..... gancyoba vigrzeni . titqos me vijeqi im naxevar sardafshi
ჰოო, მით უმეტეს, რომ ბევრ სურათზე ეგრეთ ადგილებში ხარ და თანაც ღვინით ხელში:)
აი, ხომ მოგწერეთ კარგ ამბებს რა დალევს–თქოო:)
ხოდა ერთი კაი ამბავი ახლა გავიგე:)
მადლობთ!*
დიდებული შეგრძნებაა!!!
:)))
მათი გაზიარებისა და დაგემოვნების გადმოცემის ხარისხი*
აუ,რა რთული ქვეწყობილია:)
ვარღვევ კანონებს ყველაფერში:)
მე მომიძღვნეს–თქო,მოვიტყუე:))))
და ვინ გითხრა რომ მოიტყუე!
ეს ასეცაა!
იცი,რომ შენი ჩანაწერი კონკურენტულ საიტზე დავდე და ცნობილი პოეტი ქალი ცირა ბარბაქაძე აღფრთოვანებაში მოვიდა???:)
რა მოეწონა?
ღვინო თუ ჯაზი?:)
აუ,რა მაგრია ტედდ*
სულ გამახსენდება წვიმებში რომ მოვყვები,როგორ უნდა გავბედნიერდე:)
,,მე მახსენდება აპრილის წვიმა,ახლაც ის დროა და ახლაც წვიმდაა...,,
ჩემი ლექსიდანაა,თუ გავიხსენე,წაგაკითხებთ:)
სიამოვნებით მოგისმენ:)
მწერლური თქვენებური ნიჭი შეგიქეთ,გახსოვთ?:)
თითქმის არ მახსოვს:)))
ჩემი მეგობარი–ტედდ*)
გასაგებიაააააა*
გაგრძელება არ იქნება,ტედდ?:):(
გაგრძელებას ასე სწრაფად ვერ დავწერ, გრაფომანი ხომ არ ვარ:))