არ არსებობს,ტანჯვაზე დიდი გამოსასყიდი...
37, Tbilisi, Γεωργία

- არ გეშინია სიკვდილისა? ჰა?
- მეშინია, მაგრამ არ მიმძიმს. ჩემივე ნებით არაერთხელ გამიყრია ყულფში თავი და ოციოდე წამის ტანჯვის შემდგომ, ასე გასინჯე, რაღაც სასიამოვნო განცდაც კი მეუფლებოდა ხოლმე. მე უყოყმანოდ შემიძლია მოვკვდე არა მარტო მაშინ, როცა სიკვდილს თვალებში ჩავცქერი, არამედ მაშინაც, როცა რაიმე უსიამოვნო შემემთხვევა.
- თუ ეგრეა, რატომ არ კვდები? განა არ იცი, რომ კანონით დამნაშავედ ითვლები?
- გეთანხმები. დამნაშავე ვარ ისევე, როგორც ვერლენი, ვაგნერი, ანდა დიდებული სტრინდბერგი.
- მაგრამ შენ სულ არ ცდილობ საკუთარ ცოდვათა გამოსყიდვას.
- არ არსებობს ტანჯვაზე დიდი გამოსასყიდი

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά