*...გაზაფხულია...*
46, Tbilisi, Georgia

ac7cac6f5335.jpg

f9143208.gif

გაზაფხულია...და გაზაფხულის ოცნება დამაქვს ფერად ტილოზე,
გაზაფხულია...და შენზე ფიქრში დილასა ვხვდები სანაპიროზე.
გაზაფხულია...მე ვუცდი დილას, რომელი დილაც შენით იწყება,
გაზაფხულია...და მეუფლება ლაჟვარდოვანი თავდავიწყება.

605a67e03e2a.gif

გაზაფხულია...მე ვგრძნობ შორეთში ზღვაზე ზვირთები როგორ ღელავენ,
გაზაფხულია...თეთრი ღრუბლები ზეცის კიდეებს გადათელავენ.
გაზაფხულია...და მზის სხივები შენს ბაგეებზე თრთოლვით ეშვება,
გაზაფხულია...ჩემი რითმები შენს სილამაზეს ვერ მოეშვება,

f9143208.gif


გაზაფხულია...შენ იღიმები,შენს წინ მუხლს იყრის მღელვარე ქარი,
გაზაფხულია...არ მინახია მე მორჩილება ასე, ამგვარი,
გაზაფხულია...ოქროსფერ თმებზე შუქი გეცემა რაღაც ცისფერი,
გაზაფხულია...განცვიფრებული შორიდან გიმზერს ლიუციფერი.

605a67e03e2a.gif


გაზაფხულია...შენს შესამკობად აყვავდა ბაღში წითელი ვარდი,
გაზაფხულია...და მე არ მინდა, რომ შენს თვალებში დავლანდო დარდი,
გაზაფხულია...შენს წინ მუხლს იყრის მარტი, აპრილი, შემდეგ მაისი,
გაზაფხულია...მთებმა მოგართვეს გასაოცარი ედელვაისი,

f9143208.gif
გაზაფხულია...უცხო ქვეყნიდან შენსკენ მოფრინავს ამაყი გედი,
გაზაფხულია...არ შეიძლება ასეთ დროს ჩაკვდეს სულში იმედი,
გაზაფხულია...და წუხელ ღამით შენი ცრემლივით გაბრწყინდა მთვარე,
გაზაფხულია...და მთვარის შუქში ქვიშის მარცვლები ამოითხვარა.

605a67e03e2a.gif
გაზაფხულია...და მხოლოდ შენთვის ცამოწმენდილზე გავარდა მეხი,
გაზაფხულია...შენს შესახვედრად თვით მწვერვალებმაც აიდგეს ფეხი,
გაზაფხულია...და უფსკრულებსაც დაუფჩენიათ სათქმელად პირი,
გაზაფხულია...ტირიფი შენი სიყვარულისგან მდუმარედ სტირის,

f9143208.gif


გაზაფხულია...მოწმენდილ ცაზე სისხლისფერებში გაკრთება ელვა,
გაზაფხულია...მონატრებისგან ოკეანესაც დაეტყო ღელვა.
გაზაფხულია...და სასთუმალთან შენ ჭრიჭინები გიმღერენ ნანას,
გაზაფხულია...საოცარ ღამეს რომ მოუსმინო არ გინდა განა?

605a67e03e2a.gif
გაზაფხულია...და გაზაფხულის ოცნება დამაქვს ფერად ტილოზე...
გაზაფხულია...და შენზე ფიქრში დილას ვათენებ სანაპიროზე...
გაზაფხულია...შენს ხატებას ვჭვრეტ და გამალებით მიფეთქავს გული,
გაზაფხულია...და დღეს მე ვამჩნევ, რომ შენში არის ეს გაზაფხული.

f9143208.gif

49 views
 
Comments
nanacho7 26.03.2012

გაზაფხულია...მე ვუცდი დილას, რომელი დილაც შენით იწყება............

არავინ 25.03.2012

გაზაფხულია...შენს შესამკობად აყვავდა ბაღში წითელი ვარდი,
გაზაფხულია...და მე არ მინდა, რომ შენს თვალებში დავლანდო დარდი

agni121 agni121 25.03.2012

*ROSE* *ROSE* *ROSE* *ROSE*

EKA3EKA 25.03.2012

გაზაფხულია...უცხო ქვეყნიდან შენსკენ მოფრინავს ამაყი გედი,
გაზაფხულია...არ შეიძლება ასეთ დროს ჩაკვდეს სულში იმედი,
გაზაფხულია...და წუხელ ღამით შენი ცრემლივით გაბრწყინდა მთვარე,
გაზაფხულია...და მთვარის შუქში ქვიშის მარცვლები ამოითხვარა.

agni121 agni121 25.03.2012

*KISSING* *ROSE* *ROSE*

Blog
Blogs are being updated every 5 minutes