თვითკმაყოფილი იდიოიტი, ანუ ვინ ვარ მე #4
32, Tbilisi, Georgia


აგერ უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა რაც ბოლო ჩანაწერი, “თვითკმაყოფილი იდიოიტი, ანუ ვინ ვარ მე № 3” დავწერე. ახლა მინდა მეოთხე ნაწილი დავწერო, სადაც მთავარი გმირი ისევ და ისევ მე ვიქნები.
გამარჯობა, დავიწყებ იმით, რომ ჩემი ბედნიერების “ხარისხი” უფრო გაიზრდა და უფრო მეტ მიზეზს ვნახულობ ბედნიერებისთვის, ცხოვრებაც მამარაგებს და მამარაგებს. სულ კარგი რაღაცები ხდება და ცუდის “შესამჩნევადაც” დროს არ ვიტოვებ.
ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ და “ვინ” შეიცვალა, ზოგიც გაქრა ტრადიციულად და ზოგიც მოვიდა, უცვლელი მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დარჩა . რა თქმა უნდა ჩემი საამაყო ოჯახი, რომელიც მაბედნიერებს და ყველაზე მეტ სტიმულს მაძლევს, მახალისებს და გვერდში მიდგას. “მეგობრების რაოდენობა” შემცირდა, მაგრამ “ხარისხმა” იმატა, დარჩნენ ისინი ვისთვისაც ნამდვილად ღირებულია ჩემთან ურთიერთობა და პირიქითაც, როგორც წინა ჩანაწერში ავღნიშნე აღარ მყავს გოგო რომელიც მიყვარდა და მას მერე არც მყოლია, ასე მოვდივარ დღემდე, ალბათ კიდევ დიდხანს ვიქნები ასე, რადგან “თავისუფლებას” სულ სხვა გემო ჰქონია, უფრო მეტი დრო, ნაცნობები და ურთიერთობები. ნოსტალგიებმაც გადამიარა და მაქსიმალურად ვიყენებ ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობებს, რაც მთავარია ჩემი შავგვრემანი 913 არ მტოვებს და ვემსახურებით ერთმანეთს ბედნიერად. კვლავინდებურად ვტკბები სამყაროს უმიშვნელოვანესი ქმნილებით, მუსიკით, რომელიც უფრო გავამრავალფეროვნე და ბევრი ახალი შემსრულებელი მიემატა ჩემს “თამაშსიას”, ზოოპარკიც აღსდგა სამწუხაროდ ჯერ ისევ ძველ ტერიტორიაზე და ნაკლები ცხოველებით, მაგრამ დაიწყო ახლის მშენებლობა სადაც ვიმედოვნებ მალე დალაგდება ყველაფერი და ისე გაკეთდება როგორც, ნამდვილ, თანამედროვე ზოოპარკს შეეფერება. ნელ-ნელა ზოოპარკის ძველ ბინადრებს ახლები ემატებიან, ზოგიც აქ იბადება, ზოგიც კი საჩუქრად მოდის სხვადასხვა ქვეყნიდან. მეტად დავინტერესდი ხალხის დახმარებით და ვცდილობ მეტად გავუწოდო ადამიანს ხელი, როგორი სახითაც არ უნდა იყოს ეს, ამის სტიმული კი ჩვენი დროის ერთ-ერთმა ყველაზე კეთილმა ადამიანმა აკა შინჯიკაშვილმა მომცა, რომელის დახმარებითაც უამრავი კეთილი საქმე გაკეთდა. ვიპოვე კიდევ დამატებითი შემოსავლის წყარო, სამსახურის საქმეც მშვენივრადაა, რაც ყველაზე კარგი მოხდა წინა წელს ჩვენს ეზოს ერთი ენერგიულ-ბედნიერ-ხალისიანი წევრი შეემატა, ლეკვი, რომელსაც ყველა სხვადასხვა სახელს ეძახის და რომელიც საკმაოდ დადებითად მოქმედებს თანამშრომლებზე. წელიც კარგად დაიწყო, ახალი და კარგი ნაცნობებით, მშვიდობიანად და ჯანმრთელად, გაგრძელდა შეწყვეტილი ვარჯიში და სულ მალე სედეგიც დაიდება, იმაზე უკეთესი ვიდრე ოდესმე იყო. დანარჩენს რაც შეეხება იმედია ყველაფერი გამოსწორდება რაც არაა კარგად და უფრო მეტ გაღიმებულ-გახარებულ-დასტიმულირებულ-სწორადმოაზროვნე ახალგაზრდას ვიხილაც ქალაქსი და ქვეყანაში. ჩახუტება ისევ ისე მაბედნიერებს, მაგრამ ძველთან შედარებით “დავხვეწე” და დიდი ხანია არავის სიცოცხლეს არ დამუქრებია საფრთხე. ისევე ყველაზე მეტად ჩემს პიტაჩოკთან მიყვარს ჩახუტება და ისევ ისე განსაკუთრებულად მიყვარს. ^_^
ბოლოს კი, ისევე ბევრ ღიმილს, ბედნიერებას, წარმატებას, სითბოს გაცემ-მიღებას და ერთმენეთის დახამრებას გისურვებთ, სუფთა გულით და არა “მოგების” ნახვის მიზნით. რაც მთავარია ბევრ კარგ მუსიკას, სიგიჟეს, მხიარულებას, თბილ ჩახუტებას, მეტ მოგზაურობას და მოცემული დროის მაქსიმალურად კარგად, სწორად გამოყენებას გისურვებთ.
კიდევ უფრო სიმპატიური, ენერგიული, მხიარული, თბილი და განსაკუთრებული დათვი, პანდა, ბაჯბაჯა.
01,13,2017.
პ.ს ეს წელი ყოფილიყოს ყველაზე კარგი რაც გვქონია და ყველაზე ცუდი რაც კი მომავალში გვექნება.

82 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes