რა არის ქალი?
38, Batumi, Georgia

რა არის ქალი? ქალი ვარდია,
ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ
ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს
და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს
რა არის ქალი? ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუსჰვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,
რა არის ქალი? ქალი ეშმაა
შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს,
ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს
და იქ წყალსაც არ დაგალევინებს
რა არის ქალი? ქალი ღვინოა,
სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს,
ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს,
შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს
ქალი ძალაა, სასტიკი ძალა
ბევრ ვაშკაცს მუხლსაც მოახრევინებს,
თუ შეგიყვარდა ლამაზი ქალი,
უფრთხილდი თავსაც მოგაკვლევინებს,
ქალი ვარდია, ქალი ეშმაა,
ქალი ნაზი და ულმობელია,
მაგრამ ქალი ხომ მაინც ქალია,
ქალი დედა და ღვთისმშობელია !!!
ქალი__ოცნება
ქალი__სინაზე
ქალი__ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე
ქალი___ სიცოცხლე, სითბო, ალერსი,
ქალს მოვეფერო მინდა ამ ლექსით.
ლამაზო ქალო, ''ტანო-ტატანო''
ქალო, ათასი დარდის ამტანო.
ქალო გრძნობის და ცოდნის დიდო ლამპარო,
კაცებმა ხელით უნდა გატარონ
 

22 views
 
Comments
makunabakuna 09.08.2010

ქალო გრძნობის და ცოდნის დიდო ლამპარო,
კაცებმა ხელით უნდა გატარონ

Blog
Blogs are being updated every 5 minutes