14.04.2011
........
38, Gldani-Nadzaladevi, Georgia

დღეს ყველაფერმა დაკარგა ფერი
ცხოვრება თითქოს ტალახში გორავს.
უგუნური და ფარისეველი გმობს მოაზროვნეს,
უკითხავს მორალს.

აღარ არსებობს ნდობა, სიკეთე,
გადაჰყოლია ხალხი გართობას
გღალავს სურვილი: ამხელა ბრბოში
მარტომ ებრძოლო უსამართლობას

თუ სიყვარულმა დაკარგა აზრი
და მეგობრობის ფასი არ მყარობს, რა შეგიძლია?
შენი ლექსებით, გინდა შეცვალო მთელი სამყარო?

როდესაც თავზე დაგყურებს ფლიდი
და უმეცარნი ყალბად ელავენ,
შენი ღირსებით გახელებულნი
ბილწი ენებით გადაგთელავენ

ვინ გაიგივებს ბოღმით დემონთან,
ვისთვის ნამდვილი ანგელოზი ხარ,
სიკეთისა და სევდის ქომაგი,
დგეს სევდის ფერით რად შემოსილხარ?

ნუ დაგასუსტებს უიმედობა,
ნუ მიეცემი დარდების გროვას,
ყოველი დიდი ტკივილის შემდეგ
გარდაუვალი სიმშვიდე მოვა.

3 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes