14.04.2011
...........
38, Gldani-Nadzaladevi, Georgia

ცხოვრება დიდი სიხარული,
მაგრამ უფრო დიდი დარდია
სილაღით აღსავსე საათები
წამით მოირბენენ და გარბიან.
იმედს ნურასოდეს ნუ დაკარგავ
სანთელ-საკმეველი აქვეა!
თუმცა ძნელი არის საპოვნელად
სადღაც ახლო-მახლო მარხია
სიმართლის მახვილი ალესილი
გზებს რომ გაგიკაფავს ხლართიანს!
გვირაბის ბოლოს ხომ სინათლეა,
ზღაპარში კი არა, ცხადშიაც...
ის ერთი სანთელიც იმ ტაძარში
შენი სიკეთისთვის ანთია.
ღმერთი დაგლოცავს და არ გაგწირავს
კალთას დაგაფარებს მადლიანს.

2 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes