ნუ დაეცემი
38, Gldani-Nadzaladevi, Georgia





,,ყველაფერი კარგად იქნება,,
,,ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ, ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება,
იფიქრე კარგი დადაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება,
გულს ნუ გაიტეხ,გწამდეს უფლის და ყველაფერი კარგად იქნება.

ტყუილუბრალოდ ღელვა და შიში განა ვერ ატყობ,რომ არ გიხდება,
ნუ შიშობუფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება,
რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები შენი ცხოვრების წუთი იცვლება,
რწმწნას მოუხმე და შენ იხილავ,რომ ყველაფერი კარგად იქნება.

თუ ცოდვები გაქვს,სულით დაეცი,ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება,
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება.
როდესაც იმედს აზრი არაქვს და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია რაც გადაგარჩენს,თქვი ყველაფერი კარგად იქნება,

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა
სხვებს აუხსენი დაშთააგონე,რომ ყველაფერი კარგად იქნება.
როდის იქნება?როგორ იქნება?როცაკითხვები გულში ისმევა
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს,ღმერთის წყალობით
სუყველაფერი კარგად იქნება.,,


7 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes