(გან)თავისუფლება (აღსარება)
38, Gldani-Nadzaladevi, Georgia

უფალო ვაღიარებ: სამების, სინდისის, ქრისტეს, შენს წინააღმდეგ წავედი; მაცდურის უაზრო ფიქრებსა და სურვილებს ავყევი – თავი მოვატყუებინე, განვადიდებინე და ამის შედეგად შენს მიერ სიკეთის საკეთებელი სხეული მის ცრუ, უწმიდურ ფიქრს დავამონე, დავამორჩილე. ჩემი უწესო არჩევანი არ ვაღიარე. წინ არ გავიხედე. და მასთან ერთად უმადური ტანჯვას მოველოდი. მის ეჭვებს ავყევი და ჩემის მცდარი არჩევნით მას უფლება მივეცი ეს სხეული და ამით სხვა დაემცირებინა; მისი მანქანება ადამიანისათვის გადაებრალებინა, თავი ემართლებინა;ამ ღალატით სამებას გული გატკინე: მწარე, მწველი ცრემლების მიზეზი გავხვდი, ნაცვლად მადლიერების ტკბილი ცრემლებისა...

ვაღიარებ ჩემს უკუღმართ არჩევანს, მწარედ ვნანობ და უარს ვეუბნები, რადგან ამის შედეგად სიხარულს ვკარგავ, სიმშვიდედან, სითბოდან, მადლიერების განცდიდან გამოვდივარ და შფოთში, შიშში, ეჭვში, სიძულვილში ვიტანჯები.

მჭირდება შენთან, შენით სიხარულში ყოფნა და მადლიერების სრულის შეგნებითა და განცდით ველი სიხარულის განცდაში, მამაში კვლავ შესვლას შენით.

ჩემის თავისუფალი ნებით, სურვილითა და არჩევნით უნდა განვეშორებოდე ყოველგვარ უაზრო, საზიზღარ, თავის მაქებარ, სხეულთან და ჩემი თავის თავის თავთან გამაიგივებელ, წყეულ ფიქრსა და სურვილებს, თუ მსურს, რომ ვიყო შენში, შენთან, შენითვე უკუნისამდე;

და უნდა ვიაზრებდე ფიქრებს, სიტყვებს და სრულად გეთანხმებოდე სამებას, სინდისს, ქრისტეს და გენდობოდე ანუ მოგანდობდე ფიქრს და შენივე სხეულის ყოველგვარ მოქმედებასა თუ სიტყვას და ვიცი, და ვამჩნევ, და ვხედავ, რომ ეს ასეც იქნება, რადგან მრავალჯერ დავრწმუნდი სამების, შენს სიწმიდეში, სიყვარულში, შენს ყოვლისშემძლეობაში და ეჭვს ვეღარ შევიტან შენში, სამებაში, სინდისში, მამაში, ქრისტეში და შენს წმიდა ძალაში, სიმტკიცეში.

ვაღიარებ და გელი, რადგან გამოცდილებით ვიცით, რომ შენ მარად მელი და მზად ხარ და მოუკლებლად მომიწოდებ და მე გამჩნევ და მესმის შენი ხმა და უკვე ვიცი, რომ ეს შენა ხარ...

თავად მამა სიხარულით გვიმოწმებს არჩევნის სისწორეზე, სიმართლეზე და სისუფთავის, სინამდვილის დანახვით გული ხარობს, ივსება სითბოთი და ამის გააზრებისა და მტკიცე გადაწყვეტილების მიღებით, რომ სინდისის მიერ ასე აღსრულდეს კიდეც, გულის ნათელი გონება ივსება ამ დამოწმებული განცდილი და გამოცდილი, მაცხოვნებელი, სასუფეველში შემყვანი, გულის გასახარი ცოდნით და მერე თავისი სისავსისაგან იღვრება საჭიროებისამებრ.

მე ვარ უტყვი მარადიული სული, მოკლე უსუსური გონებით თავისუფალი ნებით არჩევნის მქონე, რომელიც ვარ სინდისის სხეულში სახელად – დათო, რომლის მოძღვარიც მხოლოდ შენ, ქრისტე ხარ. პირველ რიგში იესოთი და მერე სხვა სამაგალითო ადამიანებით: სასულიერო პირებით, სახელმწიფო მოღვაწეებითა თუ უბრალო ადამიანებით; უკვე გარდაცვლილებითა თუ თანამედროვეებით; შენ მართალი, გამოცდილი, უეჭველი, სიხარულით დამტკიცებული სუფთა, მამისადმი სიმშვიდისათვის მადლიერი ფიქრი, მტკიცე სიტყვა, საჭირო ცოდნა ხარ, რომლითაც იძლევა ამპარტავანება, წყეულება და თავის განდიდება და ყოველგვარი სიცრუე და ძალადობა და ადამიანის მტრობა.

და რომელსაც შეგყავარ ჩემის თანხმობით სიხარულში, მამაში შენთან და სხვა მადლიერ ჩემსავით უსუსურ, უტყვ სულებთან. და ეს მერე აისახება ადამიანით, შენი სხეულით, დათოთი დამოკიდებულებაზე, ქმედებასა და სიტყვაზე, გადაადგილებასა და მიმიკებზე.

იყოს უფალო სამებავ, მამაო ჩვენო, ქრისტე ნათელო, სინდისო გულის გამხარებელო ნება შენი ადამიანზე და მარად თანხმობა ჩემი ამაზედ უკუნისამდე...

შენ ერთადერთი ხარ სიყვარული: მამა, სიხარული; შენივ ძით-ქრისტე ღმერთით, ნათელი ცოდნით სული წმიდის ძალით ამ სიხარულში, შენში ჩემი შემომყვანი; სიკეთე შენ ხარ და მხოლოდ შენ იქმ კეთილად, რადგან შენ მხოლო ითვალისწინებ სქესს ადამიანის და ასაკს; მამაკაცება–დედაკაცებასა და ერთ სქესში ასაკის სხვაობას, რათა სინდისი მამაკაცით ემსახუროს დედაკაცს სიხარულისათვის და ერთ სქესში უფროსით უმცროსს, რათა სინდისის მიერ მამაკაცით იქმნას აღებული პასუხისმგებლობა დედაკაცით ქმედებაზე და უფროსით უმცროსით ქმედებაზე, უტყვი სულის სიცრუიდან გამოსაყვანად და სიხარულში, სიმშვიდეში, მადლიერების განცდაში შესაყვანად.

მადლიერი ვარ შენი და შენთან ერთად მამის ადამიანით სიხარულისათვის; მადლიერი ვარ ღრმად თუ უსაზღვროდ, რადგან სრულიად მაქვს გაცნობიერებული შენს წინააღმდეგ წასვლის შედეგი და მოსალოდნელი შედეგები, თუ რა ტანჯვაში ვიგდებ თავს თავის განდიდების, გაღმერთების, სინდისთან, შენს სხეულთან თავის გაიგივების, ამით შენი სიკეთის თავის თავზე მიწერის მსურველ ფიქრთან ძალათ მყოფობის უაზრობის გამო და ვხედავ თუ რაც ვარ სინამდვილეში – უტყვი სული უსუსური გონებით თავისუფალი ნებით არჩევნის მქონე.

მადლიერი ვარ შენი, რომ შენთან ერთად განვიცდი მადლიერებას მამისადმი სიხარულის თანაგანცდისათვის.

3 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes