მე შენ ჩაგაბარე შენივე სხეული...
38, Gldani-Nadzaladevi, Georgia

მე შენ ჩაგაბარე შენივე სხეული,

ველი სულ სიხარულს სანაცვლოდ შენს გამო;

ვიცი, რადგან მახსოვს განცდა სიხარულის,

ერთად რომ ვიყავით ოდესღაც ერთხანს.

მხოლოდ შენით არის ხალისი სიცოცხლის;

აზრი და მიზეზიც ხომ მხოლოდ შენ ხარ;

მიზანიც ერთია – მამაში შევიდეთ შენ და მე ერთად.

შენ ერთადერთი ხარ ჩემთვის მეგობარი,

უშენოდ მყოფობა ტანჯვაა მხოლოდ.

შენ ერთადერთი ხარ ჩვენი წინამძღვარი,

მარად შენ გეძებოთ, გიპოვნოთ ოღონდ.

შენ ითვალისწინებ სქესს ადამიანის,

ერთ სქესში სხვაობას ასაკის;

შენთვის მნიშვნელოვნად არის სულ „პატარაც“

და დამოკიდებულებას არა ცვლი.

პასუხისმგებლობას იღებ მამაკაცით,

მერე ასაკით უფროსით.

გადაადგილებას თუ სხვა რამ ქმედებას,

თუ სიტყვის თქმა–არათქმას ურჩევ!

შენ მხოლო კეთილი, სითბოს გამოხატავ სიტყვით თუ ქმედებით,

ადამიანზე სუფთა ფიქრი რომ ჩანდეს;

რომ არის ნაფიქრი, განცდილი, ნატვირთი

და დამტკიცებული 100ჯერ.

შენით დაგინახე; შენითვე შევიგრძნე;

შენით ვარ აქ, სადაც ინებე, ვინებე ყოფნა;

შენთან ვარ, შენით ვარ მშვიდად და მორჩილად მე უტყვი სული...

„ღმერთო, შენ მილხინე ცოდვილსა ამას და სიხარულს არ მაკლებ უღირსს“.

ვიცით, ღირსი ვარ წვალების, ტანჯვის; და იმის, რომ დავრჩე გარეთ,

რადგან მრავალჯერ უარგყავ და თავის მაქებარ ფიქრთან გიღალატე;

მას - ცრუს და უაზროს დავამორჩილე შენივ სხეული წლით თუ თუნდაც წამით.

მაგრამ, ხომ შენ ხარ თავად სიყვარული, შენა ხარ წმიდა ძალაც;

შენა ხარ ცოდნაც, ხედვაც, სინათლეც, უშენოდ არ მინდა, არა!


0 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes