ხან მწუხარეა საღამოს სუნთქვა, ხან სულს გიხუთავს ზაფხულის ხვატი.
37, Gldani-Nadzaladevi, Georgia



ზოგჯერ ხან მწუხარეა საღამოს სუნთქვა, ხან სულს გიხუთავს ზაფხულის ხვატი, მე არ მინახავს, მაგრამ ხომ უთქვამთ: ზოგჯერ ტირისო წმინდანის ხატი. ტირის, ო, გლოვობს გაძარცულ სინდისს, ადამის მოდგმის მდაბალ ზნეობას, ეს რისხვა ზოგჯერ ატყდება თბილისს, მთელ საქართველოს ართმევს მხნეობას. ვიღაც ივიწყებს დიდებულ წარსულს, ვიღაც ივიწყებს საუფლოს მაღალს, ვიღაცას ჩვენი სიკეთე არ სურს და მტრობის ბადეს გულგრილად ხლართავს. ეცემა, სულით ეცემა ვიღაც და ითელება სახელ-ღირსება, წესსა და ადათს არავინ იცავს და გული ცივი შხამით ივსება. ოდითგან-ოდით ვქმნიდით საუნჯეს, ვაზანზარებდით მწვერვალებს მთათა, ზოგჯერ დიდებაც ისე გვამუნჯებს, როგორც დაცემა დილემის კართან. ზოგჯერ, ო, ზოგჯერ იშვება გმირი, რათა ეახლოს ზენა სამყაროს, მაგრამ ჯილაგი ვიღაცის ყვირის და ცად არ უშვებს მას, სათაყვანოს. გზად ეღობება ეშმას ხარხარი _ ჩაბუდებული ადამთ მოდგმაში და ქვეყნად დგება ცივი ზამთარი ამ წუთისოფლის გულცივ ბორგვაში. ამბობენ, ოი, ამბობენ ზოგჯერ, როგორც წადილი ნდომის და ნატვრის, თეთრად მოარღვევს ცოდვიან ღრუბლებს და ტირის, გლოვობს წმინდანის ხატი.


17 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes