სული ვერ ისვენებს...
37, Gldani-Nadzaladevi, Georgia

სული ვერ ისვენებს... დადის აღმა-დაღმა...
ღრუბლებს ეფარება, ვარსკვლავებსაც გასცდა...
უცებ შეაბიჯა სულ სხვა გალაქტიკას,
უცხო სამყაროში ნახა ახალი ცა! იქაც ლურჯი იყო,
თითქოს ჩვენებური. განცდა დაეუფლა რაღაც, ძველებური...
სულ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდა ეული, უკვირდა,
ფიქრობდა, რატომ ვარ რჩეული?!
როცა გამოერკვა, რაღაცა შეიგრძნო...
სივრცეში კარები თავისით შეიღო!
კარს უკან მოჩანდა უფალი მრისხანე შევკადრე:
"უფალო აქ ვარ, თქვენს წინაშე!"
ის კი ისე მშვიდად უსმენდა ამ ნათქვამს...
ეხლაც შიში მიპრყობს, რომ ვყვები ამ ამბავს...
მითხრა: "შვილო ჩემო, კარგად მომისმინე,
ყველა განსაცდელი- ეს მე მოგივლინეთ.
რატომ გავიწყდებათ ჩემი არსებობა?
არ გეპატიებათ თქვენ ეს თავნებობა!
მე თქვენ შთაგაგონებთ ყოველსა სიკეთეს,
თქვენი სიყვარულით გული ვერ ვიჯერე.
თქვენ კი რას მიკეთებთ? ამაზე არ ფიქრობთ!
მხოლოდ კარგი ჰქმენით, მეტს მე ხომ არ ვითხოვ!
იცხოვრეთ ლამაზად ,სიყვარულს ესესხეთ,
და დედამიწაზე ერთმანეთს ეფერეთ...
წიგნიც დაგიტოვეთ, ბიბლიად ქცეული!
ჩემამდე სავალი წესების კრებული...
მიჰყევით ჩემს მცნებებს და ამ გზით იარეთ,
რომ გაგიჭირდებათ უბრალოდ მინატრეთ!"...
მუხლებზე დავეცი ...უფალს ჩემსას ვხედავ...
სინანულს განვიცდი ...სიტყვის თქმას ვერ ვბედავ...
ფიქრებით შევსთხოვე: "ცოდვილი მიხსენი...
მე ხომ თქვენი ძალა ამ წუთში ვიგრძენი!"...
უცებ გამეღვიძა... მივხვდი ხილვა ვნახე...
მინდა ეს სიტყვები გულში მარად დამრჩეს!
თუ გინდათ გადარჩეთ, ბოლო ჟამს უვნებლად,
უფლის დარიგებას გთავაზობთ უცლელად!!!
ვუსმინოთ! ვადიდოთ და ჯვარი ვისახოთ!
დროა შევიცვალოთ და უფლის ვიწამოთ!...

10 views
 
Comments
natianati13 12.12.2012

მუხლებზე დავეცი ...უფალს ჩემსას ვხედავ...
სინანულს განვიცდი ...სიტყვის თქმას ვერ ვბედავ...
ფიქრებით შევსთხოვე: "ცოდვილი მიხსენი...
მე ხომ თქვენი ძალა ამ წუთში ვიგრძენი!"..

Blog
Blogs are being updated every 5 minutes