24.03.2011
...
34, Tbilisi, Georgia

 არ მითხრა რომ მოგენატრე...

არც სიყვარულის ფრაზები წამიკითხო,

არ მინდა გაცვეთილი სიტყვები

და არც ის ქცევები, რომლებიც ჩვევად გექცა.

მოდი და მითხარი რომ მოიწყინე,

რომ უბრალოდ, სულ უბრალოდ გინდა ჩემთან....

მითხარი რომ ის არარეალური ფურცლების ნაგლეჯი,

რომელზეც ჩვენი ოცნებები მივახატეთ

და რომელიც არარეალურ ხეზე დაიკიდა,

სულაც არ ყოფილა არარეალური....

უბრალოდ დამანახე რომ არსებობს

სიტყვებზე მეტად, ბევრად ულამაზესი ფიქრები,

რომ მთვარე რომელიც დაგვცქერის

მხოლოდ ჩვენთვის ანათებს....

ნუ დამანახებ სასტიკ რეალობას....

ნუ მეტყვი გამეორებულ სიტყვებს,

მითხარი თუნდაც ყველაზე დიდი სისულელე,

ყველაზე უშინაარსო ნათქვამი,

გამოიგონე....

დამანახე ოცნებები, სადაც ჩვენ დავფრინავთ

და მე გპირდები არასოდეს დავიღლები ფრენით...

მითხარი რომ ცხოვრება, სადაც ჩვენ ვარსებობთ

ჩვენთვის შეიქმნა....

და არ გვაქვს უფლება არ გავალამაზოთ!...

რომ მე არ ვარ სიყვარული

და არც ის ოცნებების მაქსიმუმი,

რომლის მიღწევასაც ყოველთვის ცდილობ,

რომ მე ვარ უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი

და იმაზე მეტად ჩვეულებრივი

ვიდრე სხვები....

რომ ჩემში არ არის არაფერი განსაკუთრებული

შენს გარდა...

გაიხადე სხეული რომ უფრო კარგად დაინახო სული

და მზე რომელსაც მე მიწოდებ,

სულაც არ არის ისეთი თბილი,

მაგრამ გჯეროდეს არასოდეს შეგცივდება...

უბრალოდ, სულ უბრალოდ მომწყვიტე რეალობას,

რომ იქ, სადაც ჩვენს ილუზიურ სამყაროში დავსახლდებით,

შენი რეალური სიყვარული შევძლო !

6 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes