ჩემი ანგელოზი ერთხელ უკვე ვიპოვე, მივწვდი კიდეც და ნაზად ჩამოვაშორე კიდეც ცას! შემდგომ თვეების მანძილზე გულით ვატარებდი, მაგრად
37, Kobuleti, Georgia

ჩემი ანგელოზი ერთხელ უკვე ვიპოვე, მივწვდი კიდეც და ნაზად ჩამოვაშორე კიდეც ცას! შემდგომ თვეების მანძილზე გულით ვატარებდი, მაგრად მყავდა ჩახუტებული, რომ ისევ ცის მნათობლად არ ქცეულიყო, მაგრამ ანგელოზების ადგილი ცაშია და არა ჩემ გულში ან ვინმე სხვისაში!!!

სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, ეს ის გრძნობებია რომლებსაც განვიცდი და ვგრძნობ. ყოველ მშვენიერ დილას უდიდესი გრძნობით, სიყვარულით ვიღვიძებ და ყოველ ღამეს სიძულვლით ვიძინებ!!!

არ შემიძლია ვნახო ის რაც არ მინდა! არ შემიძლია ვუსმინო იმას რაც არ მომწონს! არ შემიძლია მიყვარდეს სიცივე, როცა არსებობს სითბო და სინაზე, არ მინდა მიყვარდე როცა დილააა და მძულდე როცა ღამდება!! !მაგრამ ვინ ვარ მე რო უარი ვთქვა სიყვარულზე ,რომელსაც რჩეულებს ჩუქნიან? ვინ არი ადამიანი იმ ძალის წინაშე რასაც სიყვარული დავარქვით? მე არ მინდა მიყვარდე და ამავე დროს მძულდე უაზროდ! არ მინდა ვნახო ღიმილი! მინდა გატკინო გული რომელიც შავით არის მოსილი და იქიდან სიმწრის ცრემლი გადინო! არ მინდა გიყურო, როცა მიყვარხარ! არ მინდა შეგეხო როდესაც მძულხარ…! არ მინდა გიყურო სევდიან თვალებში, მინდა ვიყვირო!!!არა!!!

მე მინდა,როგორც მძულს ახლა ასოები რომლითაც ამ წერილს ვწერ! არ მინდა მძულდეს ის რაც მიყვარს და მიყვარდეს ის რაც მძულს, მინდა ჩაგეხუტო ისე, რომ ბოლო წამები დაგათვლევინო! მინდა გიყვარდე იმაზე ძლიერად ვიდრე მე მძულხარ ! მინდა ერთხელ კიდევ შევძლო იანვრის ცივი სიო შევიგრძნო შენს მოლოდინში და ფანტელების ფონზე ვიგრძნო რო ისე მძულხარ როგორც მე მინდა და როგორც ყოველთვის მზის სხივისმოსვლასთან ერთად ,რომელიც მუდამ თან სდევდა ჩვენს სიყვარულს, ისევ ისევე ძლიერ მიყვარდე და მენატრებოდე!!! შენ ხარ სიყვარული უდიდესი სიძულვილის ფონზე. და ისევე ვოცნებობ, რომ ვერ გამტეხავ, რომ შენი ბურუსი ჩემ გონებას ვეგარ დაბინდავს!!!! დამცინი??? …მიყვარხარ სიძულვილით და მძულხარ სიყვარულით!!!

6 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes