კარებში შესვლისას, ფეხები მოეკეცა და ჩაიკეცა ღიმილით, თითქოს ელოდაო
33, Rustavi, Georgia

დილა. როგორ მეზარება ადგომა. თან დიდი ხუთშაბათია, და თან ,რა უბედურებაა დღეს ინგლისური. ინგლისურის წრეზე დავდივარ. დღიურში ვწერ და მეშინია არ გამომივიდეს ისე როგორც დღიურში წერენ, კი არავინ წაიკითხავს, მაგრამ მაინც, უბრალო მოთხოვნაა. ხოდა ახლა ავდექი და პირი დავიბანე. გონებაში გავიფიქრე, რა მაქვს დღეს დაგეგმილი, თან ეტყობა ფიქრი გამეწელა და დედაჩემის ხმამ გამომაფხიზლა- დამეკეტა ონკანი. დავკეტე, გამოვერკვიე ფიქრიდან და გავეშურე სამზარეულოსკენ. ბევრი არაფერი მიჭამია, ამ ბოლო დროს სულ არაფერს ვჭამ და შესაბამისად გავხდი. სამზარეულოდან გამოვედი, საათს შევხედე, დრო იყო მოვმზადებულიყავი, დიდი ხანია სახლიდან გარეთ არ გავსულვარ, დღეს კი გადავწყვიტე, მთელი ნათესაობა მომეარა. ჩაცმა დავიწყე, ამ დროს კიდევ ერთხელ ვიამაყე ადიდასით’’ და ჩემი ბოტასით. - დე, წავედი! როგორ მიყვარს ეს ფრაზა, ოჯახურობას ანიშნებს და ჩემთვის რიგით ახალგაზრდობას. - მოიცა ათ თეთრიანი აიღე, ფეხით არ ამოხვიდე. -კარგი. კარები გავაღე და მეზობელს მივესალმე ,რომელიც თავის სომხურ ხალიჩას, გამალებით ბერტყავდა. კიბეებზე დავეშვი და განათებებზე ჩმოვაგდე ფიქრი, რომელიც ახლანდელი დაყენებული იყო კორპსში.
ამ ბოლო დროს ბევრი სადარდებელი გამიჩნდა. ღმერთმა იცის საიდან ეს ამდენი დარდი და შეწუხებული გული, მაგრამ ვცდილობ, ამისთვის, სახლიდან გარეთ არ გავიდე, ცოტა არ იყოს ხალხი მაშინებს. მიწაზე შიშით დამაქვს ფეხები, ეს თავბრუს ხვევაც შიმშილისგან დამჩემდა, უკვე რამდენჯერ წამივიდა გული. პირველივე შემხვედრ ტრანსპორტს გავყევი. მიყვარს გზა, როცა უამრავი დრო გაქვს ფიქრისთვის გზის სიმოკლის მიუხედავადაც. ძირითადად, ჩემს თავზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი იმაზე, თუ რამდენი კომპლექსი მაქვს და როგორ შეიძლება მათი გადალახვა. თავიდან ასე მეგონა- ვიღაცას, უკომპლექსოს თუ მივბაძავდი, მას დავემსგავსებოდი და თავისთავად კომპლექსებიც გაქრებოდა, მაგრამ შევცდი, ეს არ მშველოდა.ბოლოს ყურებს ჩამოვყრიდი და ისევ გაზრდაზე ვამყარებდი იმედს. იმას აღარ მოვყვები, თუ, როგორ მიმიღეს ნათესავებმა და დიდი ხნის დაკარგული ყმაწვილი როგორ ჩაიხუტეს. საღამოა .ახლა ვწერ და მგონი დამაგვიანდა ინგლისურზე. მოდი იმასაც გეტყვით, თუ რა მემართება, წასვლის დროს. ის უკვე გითხარით, რომ შიშით დამაქვს ფეხები, იმასაც მიხვდებოდით, რომ გულის ფანცქალით მივუყვები ქუჩას, ჩვეულებრივ. არ მინდა ვინმე ნაცნობი შემხვდეს. არ მინდა დავინახო გოგო, რომელიც მომწონს და ყიდულობს რაიმეს. მოგეხსენებათ უცნაურია, თუ რატომ არ მიყვარს რაიმის ყიდვის პროცესი. ეს ხომ მატერიალური და პრაკტიკულია, ვფიქრობ,მ ხოლოდ იმას არ შეუძლია, ამის ყურება ვისაც სულის სიღრმე დიდი აქვს, მაგრამ სულის დიდი სიღრმის ქონასაც არ ვიბრალებ. ყოველთვის, როცა ინგლისურის წრის კარებს ვაღებ, ოფლი მომდის, მეშინია ვინმემ ყურადღება არ გაამახვილოს, ჩემს ჩაცმულობასა თუ გარეგნობაზე. ლაპარაკსაც ვერიდები ამ დროს, ხმის კანკალის გამო. ვცდილობ რამე არ შემეშალოს. წავედი, დღეს მოვრჩები. ხვალ გავაგრძელებ წერას, ცოტა ამასაც მივეჩვიო, თორემ თავისუფლებას წერაში ვერ მოვიპოვებ, რაც ძალიან მჭირდება.

’’მკითხველო, ზემოთ მოყვანილი, დღიურის პირველი დღის ჩანაწერის პატრონის დედას, შვილის წასვლის შემდეგ, ერთ საათში ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს, რომ მის შვილს კარებში შესვლისას, ფეხები მოეკეცა და ჩაიკეცა ღიმილით, თითქოს ელოდაო, ბავშვებმა ღიმილი, რომ დაინახეს, ჩათვალეს ხუმრობად და სიცილი დააყარეს, რამაც სავარაუდოდ ცუდად იმოქმედა ბავშვზე. მას ღიმილით გული გაუსკდა, რის შედეგადაც ხის თოჯინასავით მიწაზე ხელები გაშალა.

18 views
 
Comments
dadunamartoa 04.05.2012

წერის სტილი კარგია,გამართული.არის ქვეტესტებიც,მაგრამ საბოლოოდ მკითველს სტოვებს უკმაყოფილოს.არ გვინდა სიკვდილი და ტრაგედია.ტრაგედიაა უკვე ის რომ ადმაიანს მატერიალურის გამო ასეთი ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

CHABA7 03.05.2012

მე ყოველი წაკითხვისას :'-( :'-( :'-(

Blog
Blogs are being updated every 5 minutes