ამ ჩანახატს ბევრგან ვერ წაიკითხავთ :S :S
33, Rustavi, Georgia

აი,უკვე დიდი გოგო ვარ! გადავწყვიტე, მარტომ გავაგრძელო ცხოვრება... ამიტომ სახლი დავიქირავე მშობლების სახლთან ახლოს...
ერთხელ, როცა შინ ვბრუნდებოდი, ჩემს პირდაპირ კარი ღია იყო... გამიკვირდა: 27 დეკემბერს ვის "დასცხა" და სახლის განიავება ვინ გადაწყვიტა-მეთქი. გამეცინა, თუმცა არ მივაქციე ყურადღება და ჩემს სახლში შევედი. ცოტა ხნის შემდეგ რაღაცამ შემაწუხა... ავდექი და გავედი მეზობლის სახლში, ჯერ კარზე დავაკაკუნე, თუმცა ხმა არავინ გამცა.. შევედი... დავინახე უბადრუკი ერთი ოთახი, არავითარი ავეჯი... ჩალეწილი მინები ფანჯრებზე...ერთ-ერთ ფანჯარასთან სკამი იდგა... ის იყო ამ სახლის ერთადერთი ავლადიდება.... ისიც მორყეული იყო, ჩემი ვარავუდით, რადგან ფეხები დაბრეცილი ჰქქონდა. მასზე იჯდა არანაკლებ ფეხებდაბრეცილი ბერიკაცი... თავი ხელებში ჩაერგო და ქვითინებდა... ისე იყო გართული, ვერც შემამჩნია.... მივედი და მის წინ ჩავიმუხლე.... იატაკი მტვრიანი და ხის იყო...საშინელი... როდესაც სიახLOVE იგრძნო, თავი ასწია... გამიკვირდა... მის თვალებში მოსჩანდა უხვად დატოტვილი ხესებრი წითელი ძარღვები... და ბევრი ცრემლი... არ ვიცოდი, რა სჭირდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ ყელში რაღაც გამეჩხირა.... ბურთს ჰგავდა... ძლივს ამოვილუღლუღე:
-ბაბუ, რა დაგემართა?-თავი ვერ შევიკავე და ორიოდე ცრემლი მაინც გადმომცვივდა...
ის დუმდა.. მე მაგიჟებდა მისი დუმილი და კითხვა გავუმეორე... თვალებში მიყურებდა, რაც უფრო მგვრიდა ცრემლებს... მისი ჩამოკონკილი ტანსაცმელი საშინელი დასანახი იყო, თუმცა მის თვალებში ჩაბუდებული სევდა- უარესი...
დიდი ხნის დუმილის შემდეგ მითხრაა: "წადი". მე მეწYინა... გავიფიქრე:"უმადური "ქოფაკი"! აქ ამის გამო მოვედი, თავი შევიწუხე და ეს კიდევ მაგდებს! მაგდებს? ჰოდა, წავალ! ამის გამო ცრემლიც კი მომადგა თვალზე და ის კი...." უკვე ადგომას ვაპირებდი და შინ გასვლას, მაგრამ უცებ ჩემში ვიღაცამ გაიღვიძა... თითქოს თავში "ჩამცხო" და მითხრა, რომ არსად წავსულიყავი, რომ ამ საბრალო მოხუცს ვჭირდებოდი... დავემორჩილე და მოხუცს დავუყვავე...
-ბაბუ, მითხარი, რა გჭირს?... იქნებ შევძლო და დაგ..
-ის მოკვდა! თუ მკვდრებს ვერ აცოცხლებ ვერ დამეხმარები!- გამაწყვეტინა მან...
არ ვიცოდი, ვინ იყო "ის" . ვიცოდი რომ მოკვდა... ვიცოდი, რომ მოხხუცს დიდი ტკივილი მიაყენა და მე გავბრაზდი "ის-ზე".... დიახ, მე მიცვალებულზე გავბრაზდი... აქაც ჩემმა "მიძინებულმა მემ" გამომაფხიზლა ...
-ბაბუ, ვინ მოკვდა?- და ბოლო ხმაზე ავღრიალდი , ასე არასოდეს დამმართნია... მერე უცებ დავმშვიდდი და მოსასმენად მოვემზადე.--ჩემი ცოლი... დიდხანს ვცხოვრობდით ერთად... ჩვენ ბედნიერები ვიყავით... ამ სახლში..
- ბედნიერები? ამ სახლში?-გამიკვირდა, როცა ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე...
-დიახ, ახალგაზრდა მანდილოსანო.. თქვენ , ჯეელებს , რა გესმით სიყვარულის? მას მხოლოდ ფულსა და ქონებაში ხედავთ...
-მოხუცო , იცით...
-გგონიათ, სიმდიდრე ბედნიერებას მოგიტანთ არა?
-მე...-ვცდილობდი, შევკამათებოდი...
მაგრამ ჩემმა "მემ" თავში "ჩამცხო": დაფიქრდი და მოუსმინეო.... დავფიქრდი. "ღმერთო ჩემო... ის მართალია.... ღმერთო!... არა... ნუთუ სიყვარული მართლა ფული გვგონია, ჩვენ, "მომავალ თაობას"??? ღმერთო, ეს ხომ სიმართლეა და რა მოხდება ბოლოს? სიყვარული გაქრება? არა... კი არ გაქრება, ...ფულად იქცევა... და მხოლოდ ღარიბებს ექნებათ მისი განცდის ბედნიერება...." არ მინდოდა ამის დაჯერება, მაგრამ თავში მხოლოდ ეს მიტრიალებდა...
-ბაბუ... რა არის სიყვარული?
-ძნელია, აგიხსნა, ახალგაზრდა მანდილოსანო, თუმცა ერთს გეტყვი, ის არა , რაც შენ და შენხელებს გგონიათ!
მან მე სულიერად მიწასთან გამასწორა...
-დაახლოებით მაინც მითხარით,მითხარით, რა არის სი... სი..- უკვე ამ სიტყვისაც მეშინოდა...
-.. როდესაც გიყვარს, არა აქვს მნიშვნელობა , დიდ სახლში ცხოვრობთ,თუ თივით დახურულ ქოხში , როცა გიყვარს, მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო, გციოდეს, ისევე როგორც ამ სახლში.... ჩვენ არ გვჭირდებოდა ქონება, არც ძვირფასი ნივთები,.. ჩვენ გვქონდა ერთი დიდი განძი... "სიყვარული". რომელმაც ახლა ფასი დაკარგა... ჩვენ ერთმანეთი გვყავდა...
მოხუცმა კიდევ წამიკითხა გრძელი ლექცია სიყვარულის შესახებ... მეც ბევრი კითხვა დავუსვი... აქამდე თუ მტვრიანი იატაკი ზიზღს იწვევდა ჩემში ახლა ჩავიჩოქე და დავჯექი.... ჩემი ცრემლები უწყვეტი იყო, როგორც ჩანჩქერები... შემიყვარდა მოხუცი, წმინდა და წრფელი სიყვარულით...
მივხვდი ,რომ მასთან ძალიან ციოდა, და რომ ის ამ ცივ სახლში ბედნიერი აღარ იყო... რომ ის მარტოიყო, სულიერად და ხორციელად... მოხუცი ჩემთან გავიყვანე, ჩაიზე დავპატიჟე... და ვთხოვე, ჩემთან გადმოსულიყო, რომ ჩემი მასწავლებელი გამხდარიყო, თავიდან უარზე იყო, ბოლოს დავითანხმე... მან ბევრი რამ მასწავლა.. მე სხვანაირი გავხდი... ჩემში მოკვდა ის პირველი "მე" და დარჩა მხოლოდ მეორე, რომელიც როგორც წესი იშვიათად თუ გამოიღვიძებდა ხოლმე...
7წლის შემდეგ მოხუცი "წავიდა", საიდანაც აღარ ბრუნდებიან... მე მის საფლავზე ყოველდღე დავდივარ, როცა ეკლესიაში მივდივარ, სანთელს ვუნთებ..... მისი სურათი კი - ახლაც მიკიდია მისაღებში... მეგობრები დამცინიან, ვიღაც ბერიკაცი "შეგიყვარდაო".....
მე მათ არაფერს ვპასუხობ, გულში კი მეღიმება, მეცოდებიან.... მათ ხომ არ იციან, რა არის ჭეშმარიტი სიყვარული!

33 views
 
Comments
teona150885 04.05.2012

kargia:)

Blog
Blogs are being updated every 5 minutes