მშვიდობით..
33, Rustavi, Georgia

მიყვარხარ ისეთი,როგორიც ხარ.. მგზნებარე და გულმავიწყი.. გართობის მოყვარე და ორგული.. მიყვარხარ ისეთი, მხოლოდ ისეთი როგორიც იყავი და დღემდე დარჩი.. არ მინდა ჩემი ცხოვრება ვინმეს დავუკავშირო, მაინდა ყოველ წუთს თავისუფალი ვიყო შენთვის,სადღაც სულის სიღრმეში, ცნობიერების ბნელ ხვეულეში ისევ ცოცხლობს ბავშვიბის შორეული ოცნება.. იქნებ კვლავ მომიხმო, თუნდაც ერთი საათით და ამ აერთი საათისთვის ზურგს ვაქცევ ყველაფერს ოღონდ თავისუფალი ვიყო, რათა მოვიდე შენს პირველივე დაძახებისთანავე.. მთელი ჩემი ცხოვრება მუდმივი ლოდინია, შენს ძახილს უცდის მთელი ჩემი არსება.. ოჰ როგორ მიყვარხარ ჩემო საყვარელო.. ალბათ სასიკვდილო სარეცლიდან, რომ გამომიხმო მაინც ძალას მოვიკრებ, ავდგები და შენთან მოვალ.. მრცხვენი ამ სიტყვების, რადგანაც ვიცი არ ირწმუნებ, მაგრამ დამიჯერე, არავის უყვარხარ ისეთი მონური ერთგულებით, ისეთი გატაცებით, როგორც მე.. არ ვიცი, როგორ აგიხსნა რას წარმოადგენ ჩემთვის.. ყოველგვარი შედარება სუსტი გამოდგება.. ჩემთვის ყველაფერი ხარ.. მთელი ჩემი სიცცოცხლე შენ ხარ.. ჩემთვის მხოლოდ იმას აქვს აზრი რაც შენთან არის დაკავშირებული.. ყველაფრის მიუხედავად ჩემს სიყვარულში ვერ დაგარწმუნე, მაგრამ მაინც არ ვნანობ შენთან ერთად გათენებულ ღამეებს.. თავიდან, რომ შემეძლოს ცხოვრების დაწყება ჩემს ბედს მაინც შენ დაგიკავშირებდი, მხოლოდ შენ ჩემო სიყვარულო, კიდევ და ათასჯერ კიდევ.. თუ კი ერთხელ გიღალატე და ჩემი თ ავი სხვას დავუკავშირე მხოლოდ იმიტომ, რომ შენ, რომელსაც ჩემი სხეული გეკუთნოდა არ გიყვარდი და სხვა ყველაფერი რაც შეიძლება ამ სხეულს შეიძლებოდა შემთხვეოდა ჩემთვის სულ ერთი იყო.. სიკვდილიც აღარ მიმძიმს, რადგან შენ ამას შორიდან ვერ იგრძნობ..ჩემს სიკვგილს შენთვის ტკივილი, რომ მოეყენებინა ალბათ სიკვდილსაც ვერ შევძლებდი.. მიუხედავად ყველაფრისა რაც იყო, ყველაფერი კარგად მეჩვენება.. შენი მადლობელი ვიქნები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,შენი, რომელმაც ამხელა სიყვარული მასწავლე.. მიყვარხარ და ისევ მიყვარხარ.. მშვიდობით...

7 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes