ამ გაზაფხულზე, ადიდდება როცა არაგვი, აპრილის ბოლოს, მზე და სისხლი როცა აგვტკივა...
46, Tbilisi, Georgia

ამ გაზაფხულზე,



ადიდდება როცა არაგვი,
აპრილის ბოლოს, მზე და სისხლი როცა აგვტკივა,
მოულოდნელად დამაბნიე და გამახარე
და გაზაფხულში წამიყვანე შაბათს და კვირას...

არაგვისპირას მომიძებნე პატარა ქოხი,
მიტოვებული, უდაბური და უპატრონო,
გამითბე შენი სინათლით და სულის გიზგიზით,
ჭრელი ნოხებით მომიფინე საქალბატონოდ...

ფანჯრის რაფები დამიმშვენე ფურუსულებით,
არ დამიტოვო ასახდენი ნატვრა არცერთი,
ყველა ეჭვები გამიფანტე ახალიც, ძველიც,
გამაღმერთე და მიმსახურე მერე ქალღმერთი...

ამ გაზაფხულზე, ადდიდება როცა არაგვი,
წამომიყვანე ფშავში მზით და ლექსებით მთვრალი,
შემომაწანი თავზე სველი იის გვირგვინი
და სიყვარულზე ასე მითხარი...

65 views
 
Comments
13lika13 31.03.2012

ყველა ეჭვები გამიფანტე ახალიც, ძველიც,
გამაღმერთე და მიმსახურე მერე ქალღმერთი...

არავინ 30.03.2012

ყველა ეჭვები გამიფანტე ახალიც, ძველიც,
გამაღმერთე და მიმსახურე მერე ქალღმერთი...

Blog
Blogs are being updated every 5 minutes