10.10.2013
.......
31, Tbilisi, Georgia

წვიმს ახლა გარეთ,აღარც მთვარეა ცოტას დავიცდი
იქნებ სვავს სადმე,იქნებ მზესთან ტკბობას განცდის
თუ დავიძინო? რას ველოდო მოკლედ არვიცი...
წვიმს ახლა გარეთ,შენ კი ისევ მიყვები ბილიკს,
ხო ვგრძნობ ახლა,ფეხშიშველი გრძელი ნაწნავით,
როგორ მიდიხარ, ან რა გინდა შენ თვითონ გიკვირს,
მე კი ტკივილებს მოვიშუშებ ღამის ნამწვავით...
ლამპიონები ფეხდაფეხ დაგდევს სანაცვლოდ მთვარის,
და გაწვიმს ახლა, ისე გაწვიმს ვერც კი გებულობ,
სულის შებერვით ვაქრობ სანთელს, და ვტკბები ღამის
ცელქობით ჩემთან,ჩემს ოთახში დრო სწრაფად გადის...
და წვიმს მაინც, იწვიმებსო ამბობენ დიდხანს,
აღარ ველოდოთ მაშინ არც მზეს,აღარც მთვარეს აღარ ველოდოთ,
შენ არ ჩერდები,შენ შენთან ერთად ღრუბლებიც მიგყავს
და მიუყვები მწკრივებს ისევ,ლამპიონების...
და გაწვიმს ახლა, ჩამოგშლია მხრებზე ნაწნავი,
კაბაც ჩამოლბა,სტრიქონები გეხვევა ტანზე,
ჩემს ოთახში კი ბჟუტავს ისევ სანთლის ნამწვავი,
ვფიქრობ წვიმაზე,ვფიქრობ შენზე, თენდება თავზე.
რა დროს ძილია,გაღვიძებაც ვერ მოვასწარი,
ისე ფხაკუნით გაათენა თვალებმა ღამე,
დაბრუნდი უკან,თავსხმა წვიმას გამოასწარი
და მოდი ყურთან,სულერთია მითხარი რამე.

1 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes