07.10.2011
saqeifo
31, Tbilisi, Georgia

ჩამოასხი, მერიქიფევ, აბა, მალე, პირნაკლული ყველაფერი მეზარება,

სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ და ვინც მიყვარს, უფრო მეტად მეყვარება. ჩამოასხი, მადლიანი ყურძნის წვენი,
კიდევ ვიგრძნო ჩემი სისხლის მდუღარება, ჩამოასხი, აბა რად ღირს ყოფა ჩვენი,
თუ ღვინოში ვერ ჩავკალით მწუხარება.
იმ დალოცვილ ომარსა და ჯალალედინს, თუკი ასე ჰყვარებიათ ეს ზედაშე,
ჩვენ ვინა ვართ,მეგობარო, იმათ გვერდით, რად გაგვკიცხონ ლოთობისთვის დღეს მე და შენ?!
ჩამოასხი, ყურძნის წვენმა მეც მაამოს, ჩამოასხი!.. ჩემზე იყოს მაგის ვალი,
თუ სიკვდილი მიწერია ამ საღამოს, მირჩევნია, მირჩევნია მოვკვდე მთვრალი... ...ჩამოასხი!.. მერიქიფევ, აბა, მალე! პირნაკლული ყველაფერი მეზარება,
სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ და ვინც მიყვარს, უფრო მეტად მეყვარება. ქართულ ღვინოს, ქართულ სუფრას გაუმარჯოს!

2 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes