07.10.2011
:):):)
31, Tbilisi, Georgia

მინდა რომ ძალიან ლამაზად მიყვარდე,
და შენც ოცნებებში ღამეებს ათევდე,
მინდა რომ შენს გვერდში სიცოცხლეს ვფიცავდე,
და შენც მონატრების წყვილ სანთელს ანთებდე.

მინდა რომ რიჟრაჟი შენით მოდიოდეს,
შენთვის იგუგუნუნ ამ ქვეყნად ზარებმა,
შენს გვერდში წუთები აღარ გადიოდეს,
და მწუხრი გაფანტონ მძვინვარე ქარებმა.

მინდა რომ სიცოცხლე სიკვდილზე გავცვალო,
და შენით მოვიდეს ჩემი აღსასრული,
თასი სიყვარულის ბოლომდე დავცალო,
და თუნდაც ეს იყოს მწარე დასასრული.

მინდა რომ მიყვარდე, ძალიან, ძალიან,
შენს გვერდში ვიყო და სულ მენატრებოდე,
მინდა ჩიტი იყო და მე კი გალია,
და შენს ნაფეხურებს მტვრად ვეგებებოდე.

მინდა სალოცავში 100 ჯერ დავიფიცო,
და თუ საჭიროა გთხოვო პატიებაც,
მინდა რომ ჩემს ირგვლივ ყველას დავუმტკიცო,
რომ არ უწერიათ გრძნობებს გაციება.

4 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes