27.01.2013
დრო
49, Batumi, Georgia

ადრე თუ გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,
თავზე დაგვათოვს უთვალავი თოვლის ფანტელი!
გულის ტკივილით
შეცდომებსაც მოვინანიებთ,
შეცდომები კი რამდენია, ღმერთო, რამდენი.

დრო
მოვა, წლებად გადაბმული ვერცხლის წვიმები
გადარეცხავენ შემორჩენილ ჭუჭყიან ლაქებს!
ჩვენ კი, სიცოცხლით დაღლილი და გახუნებული,
სათნო ღიმილით
გავიხსენებთ გარდასულ ამბებს

5 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes