მოდი ჩემთან...
34, Tbilisi, Georgia

მოდი ჩემთან, გადამისვი თავზე ხელი

მომენატრე მართლა ძლიერ მომენატრე.
ხეებს უკვე გაუხდიათ სამოსელი
შემოდგომა აპარტახებს ბაღში ვარდებს.
მოდი ჩემთან, სინანულის მტკივა ცრემლი
გავიხსენოთ დათოვლილი გაზაფხული
სიამაყემ ჩამოყარა უკვე ფრთები
შენსკენ ბილიკს მივუყვები დაზაფრული,
ქარი დაჰქრის და სველ ჭადრებს ნელა არწევს
თეთრ დუქანში ძველ მარღნეს ემღერება
ოცნებო ბილიკს მისდევს თეთრი რაში
მე კი ქვეყნად აღარავინ მეფერება,
მოდი ჩემთან, მართლა ძლიერ მომენატრე
აღარა აქვს ნუთუ ლოდინს დასასრული?
იქნებ ისევ გაეღვიძოს ბაღში ვარდებს
და გათანგულს მომილოცო გაზაფხული!..

13 views
 
Comments
BATURIE 01.12.2013

მოდი ჩემთან, სინანულის მტკივა ცრემლი
გავიხსენოთ დათოვლილი გაზაფხული
სიამაყემ ჩამოყარა უკვე ფრთები
შენსკენ ბილიკს მივუყვები დაზაფრული,

Blog
Blogs are being updated every 5 minutes