20.08.2014
.........
39, Florence, Italy

ნუ მეპრანჭები, ლამაზო ქალო!

თორემ დაგიგებ მახეს,
ერთხელ იქნება ხელში ჩაგიგდებ,
ნიღაბს ჩამოგხსნი სახეს...
ნუ გამომიწვევ, ლამაზო ქალო!
თორემ განანებ ვფიცავ!
ჩემ გადარევას არ გაპატიებ,
დაგაპოტნინებ მიწას...
ნუ გამაგიჟებ, ლამაზო ქალო!
დამინდე, მეც მაქვს გრძნობა...
თუმც არ მეშლება, არც სიყვარული
და არც მოყვასთა ძმობა...
ნუ მენაზები, ლამაზო ქალო!
და ნურც მინაბავ თვალებს,
ერთ დღესაც ჩემ თავს ვეღარ მოვთოკავ...
და გახდევინებ ვალებს...
ნუღა მამწარებ, ლამაზო ქალო!
ნუ დამატარებ კენტად,
მე ხომ ბევრს არ გთხოვ,
მხოლოდ სითბო და...
ალერსი მინდა შენთან...
გიჯობს მოხვიდე ჩემთან ძვირფასო,
შენით ჩამეკრა გულში,
ჩემ გადარევას არ გაპატიებ,
შემოგიძვრები სულში...
ისე გაგიხდი საქმეს მაცდურო,
მეხვეწებოდე კოცნას,
იცოდე... მერე მე გაგაწვალებ
და გთხოვ ცოტახნით მოცდას...
ბოლოს კი ჩემი გახდები ქალავ!
გრძნობა გაგიხდის მონად,
ძველ გაბრაზებას არ გაპატიებ
და არც მოგიყვან ცოლად...
მხოლოდ ჩაგიკრავ გულში ოცნებავ,
მოგეფერები დიდხანს,
თუ მოგენატროს ჩემთან გართობა,
არ მოგერიდოს, მითხარ...

4 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes