.................
39, Florence, Italy

იცი სად მინდა? ცოტა ზევით და ცოტა მაღლა,

ცოტა უფრო შორს, მაგრამ შენთან სულ უფრო ახლოს...
ახლა ზურგს უკან საშინელი სიჩუმე მახლავს,
აღარც იქით ვარ, აღარც აქით, შუაში ვსახლობ...
იცი სად მინდა? ცოტა მარჯვნივ, ცოტა შენს გვერდით,
და არაფერზე ვიკამათოთ უმთვარო ღამე,
და მერე ჩუმად მოგეპარო, გაგითბო მკერდი,
ახლა მარტო ვარ და სიზმრები დილამდე მჭამენ...
იცი სად მინდა? ზღვის ტალღებში შენი შიში და,
ჩაძირობანას გავეთიშოთ მივუშვათ გემი...
ფსკერზე ცხოვრებას შენთან ერთად ვინ დამიშლიდა,
და ნიჟარაში მექნებოდა სასახლე ჩემი...
იცი სად მინდაა? შენთან ერთად ყველგან ვიქნები...

5 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes