14.08.2014
.............
39, Florence, Italy

დავეხეტები ფიქრებთან მარტო,

გული კვნესის და სული ქვითინებს,

ვიცი დღეს, რაც მჭირს, მაგრამ არ ვიცი,

მე ეს ცხოვრება ხვალ რას მიპირებს...

ალბათ დავრჩები წარსულთან მარტო,

შენს მოლოდინში გაირბენს წლები...

ვიცი არასდროს არ შეერთდება

ერთმანეთისკენ მავალი გზები...

თუ სიყვარული დიდი ცოდვაა,

უკვე, შევცოდე და აღარ ვდარდობ,

ჩემი გული კი სევდით მოცული,

მხოლოდ შენ გიხმობს, მხოლოდ შენ გნატრობს...

ვიცი არ მოხვალ, მაგრამ იცოდე,

მე შენ მჭირდები, მე შენ მინდიხარ,

რა დავაშავე, მე ხომ მიყვარხარ...!!!

რატომ მშორდები, რატომ მიდიხარ...

გულს ვერ ვუბრძანე, ვერ ავუკრძალე,

ვიცი არ უნდა შემყვარებოდი,

რადგან ვიცოდი, რაც მოხდებოდა,

ცოტათი უნდა შემბრალებოდი...

როცა გითხარი ,,მ ე შ ე ნ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ“,

როცა გაგიღე გულის კარები,

რას მერჩოდიო მეუბნებოდნენ,

აცრემლებული შენი თვალები,

როცა წარვსდგები, მე სამჯავროზე,

ვიცი არავინ, მე არ დამინდობს,

მაგრამ არ ვნანობ, რადგან მიყვარხარ,

თუნდ ჯოჯოხეთმაც სული დაფლითოს...

მე პატიებას მხოლოდ შენ ერთს გთხოვ,

რომ გაგიმხილე, გრძნობა ფარული,

რადგან ვიცოდი ეს სიყვარული,

იყო ს ა ს ტ ი კ ი და ა კ რ ძ ა ლ უ ლ ი....

2 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes