13.08.2015
....
37, Tbilisi, Georgia



მე არ მიყვარხარ უბრალო სიყვარულით
ვფიქრობ; ყოველ წამს შენზე ვგიჟდები,
გრძნობის ტყვეობაში ცოტა მხიარული
მე შენთან ვრჩები, სულ ერთად ვიქნებით.
შენი შედარება ვინმესთან რთულია
შენს ხასიათშიც, არის ცოტა სიგიჟე,
მე გული აღარ მაქვს მოპარულია
მე შენ გადიდებ და შენც იდიდე.

კაი რა ვის არ მოსვლია შეცდომა
შენს წინაშე ვინ არ იბნევა,
მთავარია შეგეძლოს ცოტა შენდობა
უშეცდომოდ სამყაროც კი არ იქნება.

შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია
აი შენ რომ გადარე წეღან,
შენი სიყვარული ჩემთან ჩემშია
ვერ შეძლებ ვერ გაიქცევი ჩემგან.

შენი თვალები ანათებს ცაში
შენი სუნთქვაა ჩემი სიცოცხლე,
არა არ დაგთმობ ვერ გაგცვლი სხვაში
მე შენ მჭირდები და ეს იცოდე.

მე არ მიყვარხარ შენზე ვგიჟდები
შენთან ცხოვრება ჩემი ვალია,
მე არ მიყვარხარ მე შენ მჭირდები
შენი არსება ჩემი ხატია...

63 views
 
Comments
ninuci 13.08.2015

kaia

Blog
Blogs are being updated every 5 minutes