22.09.2015

 - რა ლამაზია არა? - რა არის ლამაზი? - მზის ჩასვლა.. - ... - არ მეთანხმებით? - კი, მაგრამ მე ხომ მარტო მსურდა მეყურებნა ამ სილამაზისთვის?! - ხელს არ შეგიშლით, უბრალოდ თქვენს გვერდით დავჯდები და ხმას არ ამოვიღებ.. - მპირდებით? - გპირდები. სულ ორი წუთი ვიქნები მერე წავალ - ... - რა გქვიათ? - ნატალი - ... - თქვენ? - ბექა. - სასიამოვნოა - ჩემთვის უფრო.. ორი წუთი გავიდა, წავიდე? - რავი... - თუ გინდა დამიმატე კიდევ 2 წუთი.. - რავი.. - რატომ ხარ მარტო? - იმიტომ! რატომ მოხვედით? ჩემს გარდა ხომ ზღვის პირას ბევრი გოგო იყო? იყო და არის. აი ნახე უცნაური ფერის საცურაო კოსტუმიანი გოგო როგორ გიღიმის.. - მე თქვენი მარტოობა მომეწონა. გიყურებდით ამჩნევდით? - კი, მეც გამოგხედე რამოდენიმეჯერ, რას მომშტერებიათქო) - ყველა ნახევრად გახდილია, თქვენ ჩაცმული, ყველა მრავლობითში არიან წარმოდგენილი, თქვენ მარტო.. თან როგორ გიხდებათ ეს სიგარეტი რომ იცოდეთ... - დამწყები მწეველი ვარ..) - გეტყობათ, როგორ წვალობდით სანთებელას ანთებას.) - მზე ჩავიდა.. - ისევ ამოვა... და ისევ აქ ვიქნები ხვალაც. - მაშინ სხვა ადგილს მოვნახავ..) - ხელს გიშლით? უი ორი წუთიც გავიდაა.. - ..რა გიყვარს? - უკაცრავად..? - აი რა გიყვარს? - ზღვა.. - კიდევ? - კიდევ მიყვარს თავისუფლება, ციფრი ცამეტი, ჩარკვიანი,ბმვ.. - ვერ ვიტან ჩარკვიანს.. - თქვენ რა გიყვართ? - მარტოობა.. - კარგი ხომ წავალ... - არა იყავით, ახლა არ მინდა მარტო ყოფნა.. ეს ამხელა წვერი რატომ? ლამბერსექსუალი და რამე? - არა, ბექა და რამე..) - აჰაა, ქართული სიზარმაცე, დღეს მეზარება ხვალ გავიპარსავს პრინციპია) - არა, უბრალოდ მიყვარს და მორჩა... - ჩაკეტილი ხართ.. - ...ვარ! - მე შეყვარებული მყავს.. - მე უბეჭდოთ მოვედი თქვენთან) - ..)) - სად ცხოვრობთ? - ვაკეში.. თქვენ სადაური ხართ? - მე ქართველი ვარ) - მაშინ ღიპი სადაა?) - აღმოცენების პროცესშია ..განახოთ?)) - არა იყოს, არ მიყვარს კაცების სტრიპტიზი..) - მარტო ჩვენ დავრჩით პლიაჟზე.. - გაგვყრიან>? - არა რატომ? არაფერს არ ვაშავებთ.. - მოწევ? - არ ვეწევი.. - ჩემი ხათრით რა.. - პრინციპის საქმეა.. არა! - კარგით მოვწევ და წავიდეთ.. - მანქანით წაგიყვანთ.. - არა იყოს ახლოს ვარ.. - მაშინ გაგაცილებთ.. - რავი.. - ..... - ნომერს რატომ არ მთხოვთ? მეუცნაურება) - მომცემდით? - არაა..) - არც მინდა..) - რატომ? უშნო ვარ? - არა საყვარელი ხარ.. უბრალოდ არ მინდა.. მინდა ეს ასე დარჩეს.. ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოში გამომადგება მოსაყოლად) - უცნაურიაა.. ხვალაც მოხვალ? - გინდა? - რავი... - თუ გინდა მოვალ - რავი..კი - მომშივდა, წამო რამე ვჭამოთ.. - არა მადლობა სახლში მელოდებიან სუფრასთან.. - მაშინ გაგაცილებ და ხვალამდე.. - კარგი..

23 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes