22.09.2015

...ვიღაც უკნიდან მომეპარა და ლოყაზე მაკოცა...

- პრივეტ..
- დააგვიანე...! უშენოდ ვუყურე მზის ჩასვლას..
- ვიცი ხო, ვერ მოვახერხე.. აი მოვრბოდი, ხომ ხედავ ძლივს ვსუნთქავ..
- მეგონა არ მოხვიდოდი და წასვლას ვაპირებდი..
- მე სიტყვას სულ ვასრულებ..
- მაგრამ აგვიანებთ..
- ჩემი ბრალი არ იყოო.. უყურე მზის ჩასვლას?
- კი.. მოგიყვე?)
- აბა მიდი..
- ასე ჩამოვიდა , ჩამოვიდა და ჩავიდა..
- საოცრად ჰყვები.. გამაჟრიალა)
- გადმოცემის ნიჭი ბავშვობიდან მაქვს..)
- ცივა დღეს..
- არა გრილა.. მიყვარს როცა მცივა..
- აუ მე არა.. ზაფხული მიყვარს..
- მე ზამთარი და თოვა,თოვლი არა, თვითონ პროცესი..
- შეყვარებულმა გუნდა ჩამატენა პირში, იმის მერე აღარ მიყვარს)
- რომანტიული გყოლია..))
- არა ვირია, ნაღდი კახური)
- ვირთან რა გინდა მერე?
- მე არა, გულს უნდა..
- გულს რა უნდა??
- ვირი))
- ეჭვიანია?
- არა სულით სოფლელი..)
- ანუ?
- ვერ მიბედავს პირდაპირ თქმას და მოკლეს როცა ვიცვამ არ გიხდებას მეუბნება/) სულ არ გავს მამაჩემს „შე შობელძაღლო რა არის ეს გამოგიჩნდა ტრუსიკი“... (კაცის ინტონაციით)
- ))...
- რუსული ესტრადა გიყვარს?
- არ ვგიჟდები.. კარგი ჩინურიც მიყვარს)
- მოდი მოგასმენინო ოღონდ არ გადმოგიწერ)
- არც მინდა..!!
- ვარგა?
- კარგად ისმინება ისე..
- ის რა ხიდია ზღვაში.?
- არ ვიცი ალბათ ქობულეთში იქნება..
- წამო რა ვნახოთ..
- სად? ქობულეთში? კარგი წამო ეგერ მიყენია მანქანა
- რა მანქანა ფეხით რაა..
- გაგიჟდი? შორსაა..
- კაი მარტო წავალ!
- კარგი წადი..
- დამელოდები?
- კი აბა რაა
- დროებით..
..ორი წუთის მერე
- ეე შორია, თან მეშიია, შენ კი ვერ გიტან..
- ასე მალე მოხვედი?))
- ნუ მეკაიფები.. თუ გინდა გაპატიო, მოწიე ჩემთან ერთად
- პრინციპის საკითხიათქო ვაა
- არ მაინტერესებს!!
- არც მე..
- წავალ სახლში..
- მიდი..
- ოოო ეს ვინააა ვაა.. ჩემს შეყვარებულთან ჭრის ასეთებიი..
- მე ხომ ვირი არ ვარ))
- ნომერზე ისევ არ მკერავ ვაა
- მომცემდი რომ მეთქვა ?
- არა მაგრამ მაინც..
- ცოლი მყავს))
- არ გყავს...
- რა იცი..?
- ქალური ინტუიცია)
- დალევა მინდა..
- მე არა.. იცი, ხვალ მივდივარ.
- ცუდია. მაგრამ კარგია რომ გაგიცანი.
- რატომ არის კარგია?
- ჩემს ერთფეროვნულ ცხოვრებაში მრავალფეროვნება შეიტანე.. ცოტა მაინც..
- კარგი გაჩუმდი.. ზღვას უსმინე..
........10 წუთის მერე
- აქ ხარ?) თქვი რამე..
- ვუსმენ..
- შენი მოსმენა მირჩევნია)
- ნომერს მაინც არ გთხოვ)
- არც მოგცემ))
- რომ მინდოდეს მექნებოდა)
- როგორ ვითომ?
- წაგართმევდი მობილურს და ჩემს ნომერზე ზარს გავუშვებდი)
- ეე, მაცა ჯიბეში ჩავიდო..
- ანუ ხვლ მიდიხარ და ვერასოდეს ვერ გნახავ?
- დიდი ალბათობით ხო..
- მაშინ ჩახუტებით დავემშვიდობოთ ერთმანეთს..
- ბარემ ცოლად გამოგყვები კიდევ)..
- არა იყოს... ჩამეხუტე და წავალ!
..ჩამეხუტა.. სასიამოვნო სუნი ჰქონდა.. დიდხანს გამყვა.. მშვიდობით..

34 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes