მოდით მიწოდეთ
33, Tbilisi, Georgia

მოდით, მიწოდეთ სამყაროში სიცოცხლის მონა მე ტყვედ ჩავბარდი უკვდავებას და მიხარია, გთხოვთ, მოიტანეთ ჩემს საფლავზე ვარდების კონა და მითხარით რომ, ყველაფერი ეს სიზმარია. მოდით, დალიეთ თითო ჭიქა, ვნების ფიალა გადამაქციეთ აკლდამაზე თვით სისხლი უფლის, დალოცეთ ყველა, ვისაც კლავდა გრძნობის იარა გადამაყარეთ ნამცეცები გრძნობათა სუფრის. მე საფლავიდან ამოვხეთქავ ამ სათუთ გრძნობად დავიბადები, ალბათ მარტში საშინელ თავსხმად, ვერ მოისვენებს ჩემი გული უთქვენოდ ვერსად და დავბრუნდები სამყაროში წვეთების ასხმად!

125 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes