dro istorias carsulshi miaqvs
42, Tbilisi, Georgia

დღე დღეს მისდევს და წლები გარბიან,
,,უცხოს,, სახელი არ გაძლევს შვებას,
შენი ცხოვრების ლამაზი წლებიც
საზღვარგარეთის ალბომში გრჩება.

დრო ისტორიას წარსულში მიაქვს,
ამ ცხოვრების ხომ შენ ხარ მოახლე . . .
წლები დაგაყრის მხრებზე ჭაღარას,
ახალგაზრდობას ტანზე მოგახევს.

საზღვარგარეთ ხო მალე ბერდები,
შენი ქვეყნისგან შორს ხარ უძლური,
და ხვდები ,,უცხოს,, სახელმა შენმა
როგორ დაღალა სული და გული.

მოძებნი შენი წინაპრის ფესვებს
და შენს სამშობლოს ინატრებ შენაც,
გული გაგიწევს შენი მიწისკენ
სულს მოუნდება იქ იგრძნოს შვება.

სამშობლოს მუდამ კარი აქვს ღია,
შვილს, დასაკარგად ის ვერ იმეტებს.
და როცა მიხვალ – ადრე თუ გვიან,
არ გაგიცრუებს ნდობის იმედებს.

შენ ,,უცხოსავით,, მიეახლები,
ის დედასავით ხელებს გაგიშლის,
დაგვიანების ცრემლებს მოგწმინდავს
და განშორების სევდას წაგიშლის.

გულში ჩაგიკრავს ღვიძლი შვილივით,
მოგეფერება ნაზი ალერსით,
დარდით გაჩენილ ნაოჭს დაგითვლის,
იმედს აგინთებს შუქად თვალებში.

იგრძნობ – სამშობლო სულ სხვა გრძნობაა,
სხვა სიყვარული და სხვა დიდება,
ჩაეხუტები, მუხლებს მოუყრი,
ნატვრა ცრემლებად გადმოგდინდება

2 views
 
Comments
pacu666 17.09.2012

*THUMBS UP* *THUMBS UP* *THUMBS UP*

naniti 17.09.2012

samshoblo rogorc ufali ertia kveyanazeda

Blog
Blogs are being updated every 5 minutes