06.07.2013
****
28, Nandaly, Australia

გამარჯობა!
- გამარჯობა?!
- მე ლექსო,თქვენ?
- ???
- პირდაპირობა ყველაზე კარგი თვისებაა,არ მეთანხმებით?
- მეგი.
- ლამაზი სახელია!
- ყველას ასე ეუბნებით?
- ვისაც ლამაზი სახელი აქვს კი
- ღიმილი გიხდებათ
- თქვენ ისე რა!
- მე ვთქვი ხომ,რომ პირდაპირობა ყველაზე კარგი თვისებაა?
- დიახ
- ვიჩქარე,როგორც ჩანს, ზოგჯერ დაფიქრებაც საჭირო ყოფილა.
- ნამდვილად.
- ცოლად გამომყვებით?
- თქვენ ხომ არ მიცნობთ ?!
- მერე რა? მთელი ცხოვრება წინ გვექნება მაგისთვის.
- და იქნებ უკეთ რომ გამიცნობთ,მერე აღარ მოგინდეთ,რომ თქვენი ცოლი ვიყო.
- შეუძლებელია!
- რატომ?
- ყოველთვის ასე ხდება,მაგრამ ჯერ ისევ ცოლ-ქმარი არიან. თავიდან არასოდეს იცნობენ ერთმანეთს ბოლომდე. ქორწინება ადამიანს ცვლის. ასე კი, ბევრად საინტერესო იქნება.
- კი მაგრამ,იქნებ გათხოვილი ვარ? თქვენ ესეც კი არ იცით.
- გათხოვილი ხართ?
- არა!
- უკვე ვიცი
- კიდევ ბევრი რამ არის საჭირო ,რომ გაიგოთ.
- მაინც რა?
- მაგალითად,ჩემი ოჯახი.
- მე თქვენ მომყავხართ ცოლად და არა თქვენი ოჯახი.
- და სიყვარული?
- მე თქვენ მიყვარხართ!
- გიყვარვარ?!
- მიყვარხარ!!!
- ერთ დღეში შეგიყვარდით? უფრო სწორედ,სულ რაღაც 10 წუთში.
- არა! მე თქვენ მთელი ცხოვრებაა მიყვარხართ,უბრალოდ ახლა გიპოვეთ.
- საინტერესოა :) დიდხანს მეძებდით?
- მთელი ცხოვრება,იმედიც კი გადამეწურა უკვე.
- მე რომ არ მიყვარხართ?
- შეუძლებელია!
- რატომ?
- როცა ასეთი გრძნობაა,არ შეიძლება ცალმხრივი იყოს.უბრალოდ , მე მალე მივხვდი მაგას,თქვენ დრო გჭირდებათ.
- შეიძლება
- კარგით, დროებით!
- მიდიხართ?!
- დიახ!
- მერე არ გეშინიათ?
- არა, ჩვენ კვლავ შევხვდებით.
- რა იცით?
- ეს ჩვენი ბედისწერაა!
- ბედისწერის ასე გწამთ?
- რა თქმა უნდა,თქვენ არა?
- არ ვიცი...
- ხვალ 2 სთ-ზე გნახავთ.
- სად?
- როგორ თუ სად?! ეკლესიაში,ჯვარს ვიწერთ.
- რა იცით ,რომ მოვალ?
- ვიცი.♥

75 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes