06.07.2014
* * * * * *
47, Batumi, Georgia

წვიმავ მიერთგულე გულს ნუ დამიობლებ...
სულში ნოსტალგია მკრთალად იფერფლება..
როგორც თაბახები ძველი ბარათების..
თვალში ჩუმი სევდა ცრემლად ისახება..
მინდაა დავიწყება ქვეყნად ყველაფერის..
გზები ნაავდრალი ურჩი გაზაფხულის...
შენი გაღიმება სარკმელს შერჩენია...
ფიქრებს ვეღარ ვათბობ სევდიანი სულით..
ვხდები რომ უშენოდ სუნთქვაც რა ძნელია....
თითქოს ჩემი წილი სუნთქვაც დაილია...
დგება დასასრული ლამაზ განთიადის..
წმინდა სიყვარული ჩემი წამალია..
რწმენა ერთადერთი სულის აფთიაქი..
წვიმავ მიერთგულე გულს ნუ დამიობლებ..
დღესაც ფანჯარასთან გელი პაემანზე...
დღევ ნუ დაღამდები ფიქრს ნუ დამიღამებ..
გრძნობით ნაწამები ვბოდავ სიყვარულზე..
სულში ნოსტალგია მკრთალად იფერფლება..
როგორც თაბახები ძველი ბარათების..
თვალში ჩუმი სევდა ცრემლად ისახება..
მინდა დავიწყება ქვეყნად ყველაფერისა....

9 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes