ქ ა ლ ი
35, Tbilisi, Georgia

ქალში - სიცოცხლის წყურვილი, სილამაზე... ქალისგან - ბედნიერება, სითბო, სიყვარული... ქალისადმი მიძღვნილი - სიმღერა, ლექსი, გრძნობა, გული... ქალი - შთაგონება, სტიმული, აღმაფრენა, სიცოცხლის საწყისი... რა არის ქალი ან ვინ არის ქალი? რისგან შექმნა ღმერთმა ან რატომ შექმნა, იქნებ მის შექმნაში მართო ღვთის ხელი არ ურევია?! ქალისაგან გაბედნიერებული კაცი, ღმერთმაც ვერ გააუბედურა და ღმერთისგან გაუბედურებული კაცი ქალმა გააბედნიერაო ნათქვამია. მაშ, ღმერთზე ძლიერია? არა, ღმერთზე კი არა, კაცზე ძლიერია. მიუწვდომელი და ამოუხსნელი. თუ მოინდომა გაგაბედნიერებს, თუ განარისხე გაგაუბედურებს, თუ უნდა თავის ჭკუაზე გათამაშებს.დაგაჩოქებს, აგატირებს, წამოგაყენებს და კაცად გაქცევს. ხან მრისხანე სტიქიქს ემსგავსება, ხან მზის სხივივით თბილი და სამოა. მაგრამ კაცს უჭირს ამის აღიარება. რომ აღიაროს, უნდა დაინახოს; რომ დაინახოს, უნდა დაიჯეროს, რომ დაიჯეროს უნდა დააფასოს.სათავე ქალი, წყაროსტვალი, ნაბიჯი, კვალი! ცეცხლში, ღადარში, ნაკვერჩხალში, ნაცარშიც ქალი. სუყველგან ქალი, ყველაფერში ქალი და ქალი.სიზმარში ქალი, ცხადშიც ქალი, ნებით თუ ძალით. გრიგალში ქალი, ქარში ქალი, წვიმასიც ქალი! ქალი ვით სევდა, ტკბილიც და მწარეც.საწამლავი და წამალი ერთად, სინანული და სინათლე დღეთა, თრთვილი და თრთოლა, რკინა და რვალი, ოღონდაც ქალი, ოღონდაც ქალი! ქალი ვით ზღვა და ქალი ვით ქნარი,...ფიქრი და ფარდა, ცრემლი და ზარი.ქალი ვარდი და ქალი ეკალი, ქალი მადლი და ქალი სპეკალი.ქალი ვით ვალი გადაუხდელი... სუფრა, სინდისი, სითბო, ჭურჭელი, ციხე-სიმაგრე აუღებელი. ფუძე, აკვანი, სვეტი, კედელი, გულმეცნიერი და შორსმჭვრეტელი! ქალი - და, დედა, მიჯნური, ძიძა, ტირიფი, არყი, ია და ნუში... და ბოლის - მიწა, ქალი, რომელიც ყველას ალერსით გვიხუტებს გულში... ქალს თითქმის ყველაფერს პატიობენ, იმიტომ, რომ შეუძლია თავს ყველაფრის უფლება მისცეს და სულაც არ იდარდოს, შეიწნარებენ მის საქციელს თავნებობას თუ არა. ის ხომ სამყაროს დედოფლაგ გრძნობს თავს. თუმცა დელფინა ჯირარდენი ცოტა სხვანაირად ამბობს: ,,ქალი მეფობს, მაგრამ არ მართავს." შეიძლება ამაზეც ვიკამათოთ, როდესაც ქალები მამაკაცების გარეშე გულახდილობენ, არცთუ დაფარული სიამაყით აცხადებენ, რომ მამაკაცებს მხოლოდ ჰგონიათ, თითქოს ტავად იყვნენ ამ ცხოვრების ბატონ-პატრონნი, სინამდვილეში ხომ ქალის იდუმალი მომხიბვლელობა წარმართავს ყოველივეს. დედამიწაზე დატრიალებული სისხლიანი ომების ისტორიაც ხომ ქალებს უკავშირდება. სამოთხიდან გამოძევების უშუალო მიზეზს თავიც რომ დავანებოთ, ტროას ომია და მშვენიერი ელენეს გულისათვის დაღვრილი სისხლი ხომ მხოლოდ ქალის მშვენიერების დასაკუთრების სურვილს მოჰყვა და აქაც სამოთხის ხილი - განხეთქილების ვაშლი. ქალი - ბუნების სეცდომა. თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც უთქვამთ მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა შესახებ მათ, ვისთვისაც ქალურობისათვის ხოტბის სესხმა ყველაზე სახალისო და სასულიერო საქმეა ამქვეყნად. როგორც ჩანს მამაკაცები ვერ იბრუნებენ გულში ტკივილს და შურისძიების წყურვილს და ბრაზით აღვსილნი ხანდახან ისეთ რამეს იტყვიან რაც თვით ბუნებას და მათ აკუთარ ნება-სურვილსაც ეწინააღმდეგება. აბა ჰკითხეტ ნებისმიერ მამაკაცს, ქალი მისთვის ბუნების შეცდომაა თუ ბუნების გვირგვინი. რაც შეეხება შეცდომას, იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ ქალები კაცობრიობის ის ნახევარია, ყველაზე ხშირად და სიამოვნებითაც კი რომ უშვებენ შეცდომებს და თითქმის ვერასდროს სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. ცნობილმა გამონათვამმა ,,მე ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის" ქალებთან დაკავშირებით შეიძლება ასეთი ფორმა მიიღოს: ,,ქალი ვარ და ნებისმიერი, თუნდაც წარმოუდგენელი შეცდომის ჩადენა შემიძლია" - მართალც შეუძლიათ. ქალს შეუძლია ყველაფერი გაიღოს სიყვარულისთვის, დაივიწყოს და ზურგი აქციოს ყველას. ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით გადაიხვეწოს საყვარელი ადამიანით გადიდგულებული და ყოვლისშემძლე. ქალს შეუძლია ჩუმი მოთმინებით იტანოს სატრფოს ღალატი და დიდსულოვნად შეუნდოს ბოლომდე, მაგრამ მას ისიც შეუძლია შურისძიების ბრმა წყურვილით აღვსებულმა არად ჩააგდოს სინდისისა და გონების ხმა. ქალი ყველაზე თამამად სჯის საკუთარ ტავს, საკუთარ სხეულსა და გულს. მას შეუძლია ქვეყნის გასაგონად იყვიროს საკუთარი სიყვარულისა და სიძულვილის, შიშისა და გამბედაობის, ეჭვისა თუ აღტაცების შესახებ. მას შეუძლია წლობით დუმდეს, თუნდაც ეს დუმილი ლახვარივით ესობოდეს გულში და სიცოცხლის წამებს სტაცებდეს. მას მართლაც ბევრი რამ შეუძლია... და მერე რა, თუ უამრავი შეცდომის შემდეგ ის კვლავინდებურად სინატიფითა და უშუალობით კვლავ პირველი ცოდვის მსგავს ნაბიჯს გადადგამს და მაინც ყველაზე მომხიბლავ არსებად დარჩება... და თუ მაინც მოიძებნა ისეთი ადამიანი, ვისაც ნამდვილად სჯერა რომ ქალი ბუნების შეცდომაა, განა ლოგიკური არ იქნება ამგვარი კაცისთვის უბრალო კითხვის დასმა: თქვენ თუ შეგიძლიათ გამოასწოროთ ეს შეცდომა? იქნებ, იდუმალმა ბუნებამაც ეს ჩაიფიქრა, როცა კაცობრიობის სუსტ ნახევარს ქმნიდა, დაეკლო მისთვის ის, რაც მამაკაცებს ჭარბად მიანიჭა, რათა ამ უკანასკნელთ საკუთარი ძალმოსილება სრულყოფილებად დაესახათ, ქალური იდუმალება კი ბუნების შეცდომად... მაშ, კეთილი ინებეთ და გამოასწორეთ ეს შეცდომა!.. არ არსებობენ, არ არსებობენ, არ არსებობენ უშნო ქალები, მაგრამ თუ მაინც უშნოა ქალი, ამაში კაცებს მიგიძღვით ბრალი. ტლანქი ხელებით, ნაზი ხელებით ქალს ვამახინჯებთ და ვეფერებით; დიახ, არც მეტი და არც ნაკლები ჩვენა ვართ მათი მოქანდაკენი. ეს ჩვენ გავუვლეთ შუბლზე ღარები, ეს ჩვენ ავუვსეთ ცრემლით თვალები, რომ არ დაუჭკნოს სული დარდებმა, ქალს გაფრთხილება მარადჟამს უნდა, თორემ შენს ხელში ისე დაჭკნება, ვითარცა თოვლის უმწეო გუნდა. ქალი ყვავილს ჰგავს, გიშრისხალიანს, ვისი ღიმილიც შენ ასე გსურდა. ქალი ოცნების ჯადოქარია და რომ არ ჩაქრეს სხვა სითბო უნდა. ქალი მზეა და არა მყინვარი, ქალს ნუ შეხვდებით განრისხებულად. ყველა ქალი ხომ ამაყი არის, ამაყი არის თავისებურად. თუ გსურთ დღე გქონდეთ მარად მზიანი, ქალს ნუ უღიმით ფარისევლურად, ყველა ქალი ხომ ლამაზი არის, ლამაზი არის თავისებურად. ქალი ფარია, ქალი ხმალია, შენი მხსნელი და ფარეში მუდამ, გახსოვდეს, ქალი მაინც ქალია, მოფერება და ალერსი უნდა!

3 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes