იების გამყიდველი.
35, Tbilisi, Georgia

იების გამყიდველი მუდამ ერთ ადგილას იდგა ხოლმე..არ ქონდა ამინდს მნიშვნელობა,სევდიანი,დაღლილი თვალებით უყურებდა მოფუსფუსე ხალხს,იმედით,რომ ვიღაც მივიდოდა და იყიდდა იებს.. მაგრამ ამაოდ..საწყალი დაღლილი იყო,თან მოხუცი..სციოდა კიდეც,მაგრამ მაინც გვიანობამდე იდგა იქ,წვიმაში..სველდებოდა.თუმცა ის მიანც ხელში იებით იდგა,თან ხალხს მოუწოდებდა შეეძინათ მშვენიერი ყვევილები.ამაოდ ისევ.. ყველა თავის ცხოვრებაში იყო ჩართული. ბევრჯერ ვხვდებოდი ამ კაცს.მუდამ ერთსა და იმავე მდგომარეობაში და მისი იების რიცხვი არასდროს იკლებდა.ხანდახან მიკვირს კიდეც,სად ჰქონდა ამდენი ია.. ერთხელ,მივედი და ვუთხარი,ერთი კონა მომეცით-მეთქი. -არა,ახალგაზრდა ქალბატონო.თქვენთვის არ შეიძლება იების ყიდვა..-მომიგო სევდანარევი ღიმილით,რომელიც ყველა მოხუცს ახასიათებს.მაგრამ მისი ღიმილი..ახლაც კი მახსოვს. ხომ იყო სევდანარევი,მაგრამ მაინც ძალიან თბილი იყო ეს ღმილი..მას უხაროდა.. -კიმაგრამ,რატომ?-გავიოცე. -როგორ თუ რატომ?!-ახლა თვითონ გაუკვირდა,-როგორ შეიძლება ია მანდილოსანმა იყიდოს! მამაკაცმა უნდა აჩუქოს იგი ქალს.. -ჰოო,მაგრამ თუ არაა ისეთი ბიჭი,ვინც მაჩუქებს,მე კიდევ ძალიან მინდა იები,მაშინ რა ვქნა? -ოო,როგორ არ არის..უბრალოდ თქვენ ვერ ხედავთ ახალგაზრდა ქალბატონო..აცადეთ და გამოჩნდება. მანამდე კი,იები დაივიწყეთ..-ისევ გამიღიმა.. -თქვენ აჩუქეთ ვინმეს იები? -მე?როგორ არა..და თანაც რამდენი?!-მითხრა და უსასრულობას მიაპყრო თვალები.იცით როგორი თვალები ჰქონდა?უძირო,ორი დიდი მწვანე ბურთი.. მრავლისმეტყველი და ნაღვლიანი.ამ თვალებისთვის დროს ვერაფერი დაეკლო..მათში რაღაც ნაპერწკალი გაქრა და ისევ ჩქრა.. -გიყვარდათ?-ვკითხე. -იები? -არა,ის ქალი,ვისაც აჩუქეთ. -კი,ძალიან,-თავი დახარა. -ამიხსნით? -რას?-გამიღიმა. -როგორია,როცა გიყვარს.. პატრა ,,ტაბურეტი” გაასწორა და დაჯდა.იები პატარა მაგიდაზე დააწყო,ხელები გადააჯვარედინა,თავი ჩახარა.დავინახე,მისი ცრემლი როგორ დაეცა იას.. -კარგად ხართ? -ჰო,ჰო. რა მკითხეთ ახალგაზრდა ქალბატონო? -ამიხსნით თუ არა,როგორია სიყვარული-მეთქი.. თავი ხელს დააყრდნო,უსასრულობას შეჰკადრა მტრული მზერა და დაიწყო:

-სიყვარული?-ჩაიცინა,-არსებობს კი?! თუ არსებობს,გეტყვით,რომ ბედის ირონიაა,მწარე ირონია,ეგოიზმია..მაგრამ,მაინც ყველაზე ლამაზი და თბილი გრძნობაა,რომელიც მთელს ჩემ სიცოცხლეში განმიცდია..როცა გიყვარს,ყველაფერს უფრო მძაფრად აღიქვამ..თითქოს მზეც კი უფრო მხურვალედ ანათებს..როცა გიყვარს,გიყვარს ისეთი,როგორიც არის,და არა ისეთი,როგორიც შენ გინდა რომ იყოს.გიყვარს ყველა ნაკლითა და თვისებით.გინდა,რომ სულ მის გვერდით იყო..როცა ამბობ,რომ მხოლოდ მისი ბედნიერება გსურს,გულის სიღრმეში ოცნებობ,რომ მისი ბედნიერება შენ იყო.. თუმცა არა,მაინც ბედის ირონიაა..ეგოიზმია..მაგრამ,დამიჯერეთ ახალგაზრდა ქალბატონო-თუ სიყვარული გეწვიათ,ჩათვალეთ,რომ გიცხოვრიათ.ამაზე აღმაფრთოვანებელსა და თბილს ვერაფერს იგრძნობთ მთელს თქვენ სიცოცხლეში.. -და ის ქალი?რომელსაც ბევრი ია აჩუქეთ? -ის ქალი ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო..ძალიან მიყვარდა.მახსოვს,ერთხელ იების გამყიდველთან მივედი და სულ ვიყიდე იები,სულ ყველა,რაც ჰქონდა. იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი.იები ძალიან უყვარდა.. რომ ვაჩუქე,ძალიან გაუხარდა.იმ დღეს პირველად და უკანასკნელად მაკოცა..ეს დღე ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში..მერე მიმატოვა..-მწარედ ჩაიღიმა.. -რატომ?თქვენ ხომ ასე გიყვარდათ? -ჩემზე მდიდარი გამოჩნდა და იმას გაყვა,-თავი ჩაქინდრა. -თქვენ რატომღა გახდით იების გამყიდველი? -უბრალოდ,იები მიყვარს..თანაც იმედი მაქვს,რომ ოდესმე ჩემთანაც მოვა ისეთი ფრთაშესხმული ყმაწვილი,როგორიც იმ დღეს მე ვიყავი და სულ ყველა იას იყიდის,რათა იმას მიართვას,ვინც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს. დრო გადიოდა,იების მოხუცი გამყიდველი კი ისევ ჩვეულ ადგილას იდგა ხოლმე.. მე მეტი აღარაფერი მიკითხავს მისთვის იმის შემდეგ.. ერთხელ სახლში ვიჯექი,ვგრძნობდი რაღაცას..ასეთი რამ არასდროს მიგვრძნია..ჩემი სანდრო მენატრებოდა ძალიან,ჩემი ბავშვობის მეგობარი.ტელეფონი აჟღერდა-სანდრო იყო.ძალიან გამიხარდა,მაშინვე ვუპასუხე. -მარ,ცოტა ხნით ჩამოდი ძირს რა,საქმე მაქვს,-უჩვეულოდ აღელვებულმა მითხრა. -კარგი სანდრიკ,ჩამოვალ ეხლავე.. მალე ჩავიცვი და ძირს ფრთაშესხმული ჩავვარდი,რაღაცნაირად,ძალიან მინდოდა სანდროს ნახვა. ძირ ჩასულს იების მთელი გორა დამხვდა.უამრავი ია იყო..იები სანდროსაც ეჭირა ხელში. -იცი,ძალიან მიყვარხარ მარ,-თაიგული გამომიწოდა. ვიგრძენი,ვიგრძენი,ვიგრძენი!უდიდესი სიხარული..მეც მიყვარდა..მართალი იყო იების მოხუცი გამყიდველი. -სანდრიკ..-ვიყვირე და ძალიან,ძალიან მაგრად ჩავეხუტე. -ვაიმე,გამყიდველი! -ცოტა ხანი დამიცადე რა,მალე მოვალ. გავიქეცი,სწრაფად გავიქეცი,რომ იების გამყიდველისთვის მეხარებინა,რომ ის მართალი იყო,რომ გამოჩნდა ის ბიჭი..რომ.. მაგრამ,მოხუცი იქ აღარ დამხვდა..სახტად დავრჩი.ნელი ნაბიჯით დავბრუნდი უკან.სანდრო იქვე იდგა სადაც დავტოვე. -რა გჭირს მარ? ყველაფერი ვუამბე სანდროს,სულ ყველაფერი.გაოცებული მისმენდა. -მეც არ გამიკვირდა,ის კაცი იმწამსვე რომ წავიდა..თან მითხრა,მოუფრთხილდიო..-მიპასუხა სანდრომ. ახლა კი ყველაფერს მივხვდი.. *** მე და სანდრო,ახლაც ერთად ვართ-თან ძალიან კარგად..საღამოს სანდრომ მომაცილა სახლამდე.სახლში რომ ავედი,ტელევიზორი ჩავრთე.საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გაოცებული გვაუწყებდა ვიღაც მილიონერის შესახებ,რომელსაც საქართველოში ყველაზე დიდი ბაღი ჰქონდა,სადაც მხოლოდ ია ხარობდა. მილიონერის სურათიც აჩვენეს. სახტად დავრჩი,როდესაც დავინახე.. ..ეკრანიდან,ჩემი ტკბილი და თბილი იების მოხუცი გამყიდველი შემომყურებდა.ისევ ისე იღიმოდა,როცა მაშინ გამიღიმა.. მეც გამეღიმა უჩვეულოდ და უაზროდ..ისე,როგორც არასდროს გამიღიმია..

7 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes