02.06.2014
ucnobi...
31, Kutaisi, Georgia

ორშაბათს გოგონა გავიცანი, გოგონა ნახატი ყალმისანი, მისი ღიმილი და დალალები სამშაბათს გამიხდა საფიცარი. ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი, ჩემი გასაჭირი ავუხსენი, ჩემი ეჭვები და იმედები. პარასკევს პასუხი მომივიდა, ვაიმე, ბედო უკეთურო! დაბერებულხარო გნოლივითა, ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო. თეთრად გავათენე პარასკევი, ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე, თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი. ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე. მოვიდა მეორე ორშაბათი, ისევ შემეფეთა ის უღმერთო, ელვამ დამიარა კოჭებამდი, დილამშვიდობისას გისურვებთო. მე ახლა თავის მომკვლელი ვარ? უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს, მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ, ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ

30 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes